Category Archives: ბრიტანული დღიური

კილტები, გოგოები, ბრედ პიტი და ბიბლიოთეკა ანუ გლაზგოური ფოტოაჯაფსანდალი

შოტლანდიის ყველაზე არეულ, მხიარულ და მთვრალ დიდ ქალაქ, გლაზგოში გატარებული ორი წლის შემდეგ, რომელიც ისე შევისწავლე, რომ არც თუ ისე იშვიათად გზააბნეული ან მთვრალი ტურისტის შეკითხვაზე; “როგორ მოვხვდე ქალაქის ცენტრში,” მე ამაყად, თითის მარტივი მოძრაობით და კომსომოლური მონდომებით გვირაბის ბოლოს სინათლეს გზას ვუჩვენებდი. მადლიერების ნიშნად სიტყვა “Thank you-ს” რომ გავიგებდი,  საკუთარ თავს თვითმაყოფილებით ვეტყოდი, “ყოღაღ დავით.”

მარტოდ ქუჩაში გასულს კი, ნაცნობები იმდენად ხშირად მხვდებოდნენ რომ თავს ისე ვგრძნობდი როგორც თევზი წყალში თბილისში რუსთაველის გამზირზე.  ასე რომ, ამ პოსტში გადავწყვიტე გლაზგოში სხვადასხვა დროს გადაღებული ფოტოებისთვის მომეყარა თავი.

ნეკროპოლისი გლაზგოში

მაიას კალენდარს თუ დავუჯერებთ სამყარო წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. რა თქმა უნდა ამის არავის გვჯერა, და ამიტომაც მუშაობას, სწავლას თუ ბლოგერობას შეფერხების გარეშე განვაგრძობთ.

თუმცა,  შემთხვევით გამომივიდა და ეს პოსტი პირველი გამოდგა ჩემი ბლოგისთვის 2012 წლის დასაწყისში, შემთხვევითობის სიმბოლურობა კი იმაში გამოიხატება რომ გუშინ სპონტანურად გადავყწვიტე გლაზგოს ყველაზე დიდი სასაფლაოს მონახულება. სასაფლაოს რომელსაც სახელად გლაზგოს ნეკროპოლისი ჰქვია.

აქ არსებული საფლავები ძირითადად მე-19 საუკუნის შუა წლებით თარიღდება. დღეს გლაზგოს ნეკროპოლისი ჩვეულებრივ სასაფლაოზე მეტია, ის ქალაქის არქიტექტურის და ხელოვნების ნაწილია, რომელსაც წლიურად ათასობით ტურისტი ინახულებს, მკვიდრი მოსახლეობა კი ხშირად უბრალოდ გასასეირნებლად იყენებს.

მოკლედ, გთავაზობთ ფოტო მასალას.

ფოტოების ავტორები:

ელენა გარანი

დათო ლობჟანიძე

ერთი “უიქენდის” ღამე გლაზგოში

პარასკევ-შაბათს, ანუ დასავლეთში უიქენდს რომ ეძახიან, გლაზგოს ქუჩები ტრანსფორმაციას განიცდიან.

თუ კვირის დღეებში აქ დაკავებულ, სიტყვაზე სამსახურში ჩქარი ნაბიჯით მოსიარულე ხალხს შეხვდებით, უქმე საღამოს, სულ სხვა სიტუაციაა.

ყოველი ასეთი საღამო ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ ამავდროულად თავისებურად უნიკალურია.

ერთ ასეთ ღამეს გარეთ გასულმა ფოტოაპარატი მოვიმარჯვე და აშკარად თუ შეპარვით ხალხს სურათების გადაღება დავუწყე.

გლაზგოს სახეები, ერთი დღე ქუჩაში

ალბათ ყველას გქონიათ ასეთი შემთხვევა, მიდიხართ ან სულაც დგახართ ქუჩაში, სრულიად უცნობ ადამიანს, გამვლელს ამოარჩევთ და რამდენიმე წამის განმავლობაში აკვირდებით. ხდება ხოლმე ასე, თუმცა უფრო ხშირ შემთხვევაში ადამიანებს არ ვამჩნევთ ხოლმე, ყოველდღიურობაში იმდენად ვართ შეჩვეული ხალხის იქეთ-აქეთ სიარულს რომ არც კი აღვიქვამთ რომ მათ ჩვენნაირად ყოველწარმიერი ცხოვრება გააჩნიათ, ისტორია, მოსაყოლი ამბავი და ა.შ.

დღესაც, ერთ რიგით დღეს, სპონტანურად გადავწყვიტე ქუჩაში გავსულიყავი და ჩვეულებრივ ფოტოები გადამეღო ქუჩაში მყოფ ადამიანებისთვის.

შედეგად გთავაზობთ ფოტოაპარატის ობიექტივში შემთხვევით მოხვედრილებს…

როგორ ელოდებოდნენ ბრედ პიტს “ფილადელფიის” ქუჩებში

2012 წელს გამოსასვლელ ფილმ “World War Z” ყურებისას უმეტესობა სავარაუდოდ დაიჯერებს რომ ფილმი რომელიც ზომბებზე მოგვითხრობს მართლაც ფილადელფიაში იყო გადაღებული,  გლაზგოს ცენტრალური წმინდა გიორგის მოედანი იმდენად შეცვლილი,ა რომ აქ ყოფნისას მართლაც გექმნებათ შთაბეჭდილება რომ არა შოტლანდიაში არამედ აშ.შ.-ში იმყოფებით.

გუშინ ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლისთან და 6 შვილთან ერთად გლაზგოს ეწვია. ლონდონიდან ოჯახმა მატარებლით ჩამოსვლა გადაწყვიტა, თუმცა პაპარაცების და ფანების ფოტოაპარატებით თუ მობილური ტელეფონებით შეშინებულებმა მთლიანი მატარებლის დაქირავება გადაწყვიტეს.

გუშინვე დასრულდა კასტინგი “მასოვკისთვის,” შეირჩა 1 000 მკვიდრი მოსახლე რომელიც ფილმში ზომბის განასახიარებს.

გადაღებები უკვე დღეს იწყება, ბრედ პიტსაც გადასაღებ მოედანზე ელიან, დილიდან აქ ასობით ფანი, ჟურნალისტი თუ სხვა დაინტერესებული პირია შეკრებილი.

გადაღებები 2-დან 4 კვირამდე გასტანს.

გთავაზობთ ფოტო მასალას

ჩემი პირველი მუსიკალური კლიპი

გთავაზობთ ჩემს და ჩემს ჯგუფელს მიერ ამა წლის გაზაფხულზე გადაღებულ ვიდეოს, რომლის მონტაჟიც გუშინ დასრულდა.

რეჟისორი: შტეფან მენსი

ოპერატორი: დავით ლობჟანიძე, რონან მარტინი, სტეფან მენსი

მონტაჟი: შტეფან მენსი

ველი გამოხმაურებებს.