Category Archives: ვიდეო

უკანასკნელ ამოსუნთქვაზე, იდენტობის ძიებაში

ამ ვიდეოში ჟან-ლიუკ გოდარის პირველ ფილმზე, “უკასკნელ ამოსუნთქვაზე,” ვლაპარაკობ. გოდარის ეს ნამუშევარი თითზე ჩამოსათვლელ იმ ფილმების რიცხვს განეკუთვნება, რომლებმაც თანამედროვე კინოზე უდიდესი გავლენა იქონიეს. 

Advertisements

ფავნის ლაბირინთი, ზღაპარი დაუმორჩილებლობაზე

თითქმის ექვსი წლის წინ ფავნის ლაბირინთზე მცირე რეცენზია დავწერე.

ამჯერად სახეცვლილ რეცენზიას ვიდეო ესსეს სახით გთავაზობთ

ასღარ ფარჰადი, აზრი დეტალებშია

ეგრეთ წოდებული ვიდეო ესსეების კეთება გადავწყვიტე, ესეც პირველი ვიდეო

ბევრი წუნია, კითხვის ტეპმი ზედმეტად ნელი და რამდენიმე შესამჩნევი ხარვეზი, მომავალში შეცდომებს აუცილებლად გამოვასწორებ

შავი სარკე ტექნოლოგიური მონობის შესახებ მოგვითხრობს. მეორე სეზონი – სულ მალე

“იცხოვრე მეტი, იმოგზაურე მეტი, გააზიარე მეტი. გაიღიმე მეტი, მოიხმარე მეტი, გამოცადე მეტი…” – ამ და კიდევ სხვა რაღაცეების გაკეთებას მოგვიწოდებს ინგლისელი სატირიკოსის, სცენარისტის და პროდიუსერის ჩარლი ბრუკერის სერიალ “შავი სარკის” ახალი სეზონის ტრაილერი. თავიდან ტრეილერი შეიძლება ახალი მობილურის ან სხვა რომელიმე გაჯეტის რეკლამად მოგეჩვენოთ, თუმცა სულ მალე რგოლი მწარე სატირად გვევლინება, სატირად ახალ ტექნოლოგიებზე და ხშირ შემთხვევაში თანამედროვე ადამიანის გაუაზრებელ ქმედებებზე.

შავი სარკე პირველად ეკრანებზე 2011 წელს გამოჩნდა. პირველი სეზონი სამიოდე სერიით შემოიფარგლა. სამ სერიას განსხვავებული სიუჟეტი, თუმცა ერთი თემა აერთიანებს. ეს არის სამი ისტორია მომავლიდან, სამყაროდან რომელიც არ არსებობს, ან უფრო სამყაროდან რომელმაც შეიძლება იარსებოს, მითუმეტეს იმ პირობებში როდესაც სხვადასხვა სერიებში აღწერილი რეალობა, ხშირ შემთხვევაში ძალიან ჰგავს თანამედროვე სამყაროს. მაგალითისათვის მეორე სერია, “Fifteen Million Merits,”  მოგვითხრობს სამყაროზე სადაც ადამიანი 24 საათი იმისთვის ვარჯიშობს (მუშაობს) რომ დაგროვილი ქულები გასართობად ან ყველაზე კარგ შემთხვევაში ერთ რეალითი შოუს მონაწილეობისთვის დახარჯოს. მიუხედავად იმისა რომ ფილმის ავტორმა ბრუკერმა განაცხადა რომ არცერთი კონკრეტული რეალითი შოუ არ უგულისხმია, ფილმში აღწერილ გადაცემას და X-Factor – ს (ქართულ ანალოგად შეგვიძლია “ახალი ხმა” ჩავთვალოთ) შორის მსგავსება საეჭვოდ დიდია.

პირველი სეზონის მესამე სერია, “The Entire History of You” კი თავის მხრივ ისეთ მომავალს გვიჩვენებს სადაც პრაქტიკულად ყველა ადამიანს უნერგდება კამერა, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერს იწერს. ასეთ პირობებში კი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე ყოველთვის შეიძლება დავიწყებული ამბის გადახედვა, გადახვევა, დაპაუზება და ა.შ. ამ შემთხვევაში ანალოგი და მსგავსი კონცეპცია შეგვიძლია Facebook – ის თაიმლაინში აღმოვაჩინოთ.

არ გეგონოთ რომ პირველი სერია, “The National Anthem” დამავიწყდა. ამ ნაწილში არათუ უტოპოიური მომავალია აღწერილი, სადაც წარმოუდგენელი ტექნოლოგიური გამოგონებები ამოძრავებენ ჩვენს ცხოვრებას, არამედ მთავარ მოქმედ “ტექნოლოგიურ გმირად” ყველასათვის ჩვეული YouTube გვევლინება.

Black-Mirror-In-Memoriam-1

თავად ბრუკერმა თავისი სერიალი დაახლოებთ შემდეგნაირად აღწერა: “თუ ტექნოლოგია ნარკოტიკია და თუ ის ნარკოტიკივით მუშაობს, ამ შემთხვევაში რა გვევლინება გვერდით ეფექტებად? ჩემი ახალი სერიალი, შავი სარკე სწორედ რომ იმ ტერიტორიაზე მოქმედებს, სადაც ერთმანეთს აღფრთოვანება და დისკომფორტი ენაცვლებიან. ფილმის სათაური “შავი სარკე” –  მოვლენაა რომელსაც ყოველ კედელზე, ყოველ მაგიდაზე და ყოველ ხელისგულზე აღმოაჩენთ და რომელიც ტელევიზორის, მონიტორის ან სმარტფონის ცივი, კაშკაშა ეკრანის სახით გვევლინება”.

“შავი სარკე” სატირული, შოკის მომგვრელი, ნაღვლიანი, ზოგიერ შემთხვევაში სასაცილო, მაგრამ უფრო მეტად დამაფიქრებელი სერიალია, რომელიც ტექნოლოგიურ პროგრესს და ხშირ შემთხვევაში ადამიანურ ბუნებას განსხვავებული კუთხით გვიჩვენებს. “შავი სარკე” ეს ის სარკეა რომელშიც ჩახედვამაც შეიძლება შეგვაშინოს და თანამედროვე “ტექნოლოგიური” ცხოვრების ბევრი ასპექტი სხვანაირად დაგვანახოს.

პირველი სეზონის სამივე ფილმი ვერცერთი ტიპის მაყურებელს ვერ დატოვებს გულგრილს და ნებისმიერი სერიის ნახვის შემდგომ, საფიქრალს დიდი ხნით გაუჩენს. მათ კი ვისაც პირველი სეზონი უკვე ნანახი აქვს, ისღა დარჩენია ახალი სერიების გამოსვლას დაელოდოს.

აზუნგო ანუ თეთრი ადამიანი [ვიდეო]

შეიძლება ითქვას რომ მოცემული ფილმი (თუ მას ასე შეიძლება ვუწოდოთ) შემთხვევით გავაკეთეთ. ერთი ჩემი გლაზგოელი, წარმოშობით გერმანელი მეგობარი საქველმოქმედო აქციათა სერიაში მონაწილეობდა. აქციების მიზანი იყო მალაველი ბავშვებისთვის გარკვეული თანხის შეგროვება, რაც მათ განათლებას შეუწყობდა ხელს.

ჩემმა მეგობარმა ერთ-ერთი ასეთი აქციის, კერძოდ კი მის მიერ ორგანიზებული პატარა კონცერტის გადაღება და პატარა ვიდეოს მომზადება მთხოვა. დავთანხმდი, გადავიღე კიდეც, თუმცა ოპერატიულად დამონტაჟება ვერ მოვასწარი. ამასობაში ჩემი მეგობარი, აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად მალავიში გაემგზავრა. ორიოდე კვირის შემდგომ კი დაბრუნებულმა, არა იმ კონცერტის ვიდეოს მომზადება, არამედ მთლიანი, ერთგვარი დოკუმენტურის ფილმის გაკეთება შემომთავაზა, თან აღმოჩნდა რომ მას მალავიდან ვიდეო და ფოტომასალა ბლომად ჩამოუტანია. საქმეს შევუდექით და ორთვიანი მუშაობის შემდეგ, ფილმის (თუ მას ასე შეიძლება ვუწოდოთ) დასრულება მოვახერხეთ. გლაზგოში გადაღებული მასალა მთლიანად ჩემს მიერაა გადაღებული, მალავის მატერიალი კი ჩემი მეგობრის და მისი სხვა მეგობრების მიერ.

ბიუჯეტი: 00.00 ლარი

ენა: ინგლისური

ხანგრძლივობა: 24:47 წთ.

ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი

ავტორები: ომიდ ანამიმოგადამი; დავით ლობჟანიძე

ჩემი პირველი მუსიკალური კლიპი

გთავაზობთ ჩემს და ჩემს ჯგუფელს მიერ ამა წლის გაზაფხულზე გადაღებულ ვიდეოს, რომლის მონტაჟიც გუშინ დასრულდა.

რეჟისორი: შტეფან მენსი

ოპერატორი: დავით ლობჟანიძე, რონან მარტინი, სტეფან მენსი

მონტაჟი: შტეფან მენსი

ველი გამოხმაურებებს.

განახლებული ბლოგი

ბლოგის რეგულარული მკითხველი შეამჩნევდა რომ გვერდმა სახე იცვალა. რეორგანიზაცია რამდენიმე დღის წინ დასრულდა, რის ფარგლებშიც შეიცვალა დიზაინი, სახელწოდება, ასევე გამოაკლდა და დაემატა კატეგორიები.

“ბლოგის შესახებ” ასევე სახეცვლილ ტექსტს შეიცავს. თუმცა მთავარი ცვლილება მაინც თვისობრივი ხასიათისაა. ბლოგიდან ამოღებულ იქნა საავტორო უფლელებით დაცული მასალა, ამიერიდან ბლოგზე მხოლოდ ორიგინალური ხასიათის პროდუქტი განთავსდება.

აქვე გთავაზობთ ბლოგის პრომო ვიდეოებს, “ბლოგი აქცენტით.” პირველის ნახვის საშუალება ამ პოსტში გქონდათ.

რებეკა კარსლონი – შვედეთი

მარია ანესტი – საბერძნეთი

მურად გაიბოვი – აზერბაიჯანი

დრიუ ბურკი – ა.შ.შ.