Category Archives: საქართველო უცხოურ პრესაში

საქართველოში აქციებს კვლავ არბევენო

როგორც მოსალოდნელი იყო უცხოური პრესა საქართველოში გასულ კვირას განვითარებული მოვლენების ადეკვატური დარჩა და დიდი ყურადღება კვირის დასაწყისში პოლიციის მიერ ვეტერანთა შიმშილობის აქციის დაშლას დაუთმო.

კავკასიურ საკითხებზე სპეციალიზირებული გამოცემა “Caucasian Knot” 3 იანვარს აქციის დაშლის შესახებ ახალ ამბებს ავრცელებს, გამოცემას ზურაბ აბაშიძის ციტატა მოჰყავს, რომელიც აქციის დაშლაში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს.

თემის ანალიზს სამოქალაქო ჟურნალისტიკური ინტერნეტ გამოცემა “Global
Voices” ცდილობს. სტატია დიდ ყურადღებას უთმობს თემის გაშუქების პრობლემას და ფეისბუქის როლზე მიუთითებს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა ამოეცნოთ ოთარ გვენეტაძე, რომელმაც აქციის დაშლის დროს აქციაში მონაწილე ეკა მათიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამოცემის თანახმად ეს შესაძლებელი ფეისბუქ აქტივობის შედეგად გახდა, რამაც გამოწვია გვენეტაძის გათავისუფლება სამსახურიდან.

აზერბაიჯანული პრესისთვის ყველაზე საინტერესო ბათუმის სანავთობო ტერმინალის მიერ ახალი ლაბორატორიის  წარმოდგენა აღმოჩდა. აზერბაიჯანული სააგენტო day.az დადებითად აღწერს ბათუმის ტერმინალის საქმიანობას და ლაბორატორიის მუშაობას საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოვებულად თვლის.

სომხური პრესისთვის (Pan Armenian) ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი თბილისში არსებული სომხურ ეკლესიაში აღმოჩნდა 7 იანვარს, რომლის დროსაც მან  შობა სომხური ეკლესიის წარმომადგენლებს მოულოცა და განაცხადა რომ სომხეთს და საქართველო ერთმანეთთან მეგობრობა, მხარდაჭერა და გეოპოლიტიკური მდგომარეობა აკავშირებს.

Advertisements

ბოჩელი WTO – ს და შეწყალებულების ფონზე

ახალ წელს ახალი რუბრიკით ვიწყებ, ამიერიდან ყოველი კვირის ბოლოს შევეცდები უცხოურ პრესაში საქართველოს შესახებ გაჟღერებული თემები გაგაცნოთ.

თუ უცხოური პრესით ვიმსჯელებთ 2010 წლის კვირა საქართველო დიდი აქტიურობით არ გამოირჩეოდა და ამიტომაც არც თუ ისე ვრცელი ადგილი დაიკავა დასავლურ, აზიურ თუ რუსულ პრესაში, აღსანიშნავია რომ დიდი ყურადღება დაეთმო წარსულ და წლების განმავლობაში აქტუალურ საკითხებს.

ასე მაგალითად,  ორშაბათს რუსულმა სააგენტო “რია ნოვოსტიმ” გადაწყვიტა WTO – ს თემისთვის გადაეხედა და 27 დეკემბერს საქართველოს საგარეო მინისტრ გრიგოლ ვაშაძის კომენტარს ავრცელებს. ვაშაძის თქმით იმისთვის რომ საქართველომ რუსეთის WTO – ში გაწევრიანების საკითხი განიხილოს საჭიროა რომ რუსეთმა საქართველოს მიმართოს დიალოგის ინიციატივით. მისი თქმით მხოლოდ ამის შემდგომ შესაძლებელი იქნება ამ საკითხზე საუბარი. რია ნოვოსტის მიხედვით ვაშაძემ ასევე განაცხადა რომ ამ ეტაპზე საქართველოს და რუსეთს შორის არანაირი დიალოგი არ არსებობს. რუსეთი WTO-ში გაწევრიანებას 1993 წლიდან ცდილობს.

სამხრეთ აფრიკულმა გამოცემამ “The Daily Maverick” 2011 წლის მოახლოებასთან ერთად გადაწყვიტა ათწლეულის ღირშესანიშნავი მოვლენებისთვის გადაეხედა. ოთხშაბათს გამოცემამ 2004 წელი მიმოიხილა და მოვლენების დასაწყისში მოიხსენია 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში, გამოცემა ხაზს უსვამს არჩევნები შედეგად სააკაშვილის მიერ მიღებულ 96 პროცენტიან ნდობას ამომრჩეველს შორის და გასაოცარ მაღალ მაჩვენებლათ თვლის.

საქართველოს თემით ასევე მხსვილი ჩინური პრეს სააგენტო ჩინხუა დაინტერესედა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებულების თემას ეხება. სააგენტო ავრცელებს ცნობას რომ წინასაახალწლოდ საქართველოში 407 პატიმარი იქნა შეწყალებული, მათ შორის 339 პატიმარი 31 დეკემბერს იქნა განთავისუფლებული.

როგორც ჩანს ანდრეა ბოჩელის კონცერტით მხოლოდ ბათუმელები და ქართველები არ არიან
დაინტერესებული, 2006 წელს უკრაინაში დაფუძნებული BSANNA news, რომელიც ძირითადად შავი ზღვის რეგიონში არსებული თემებითაა დაინტერესებული “ჯი ეჩ ენ” -ზე დაყრდნობით ბათუმის საახალწლო კონცერტის შესახებ გვამცნობებს და ბოჩელის გარდა სხვა მონაწილეობსაც ახსენებს.