Tag Archives: გართობა

რატომ არ მიყვარს ქართული კლუბები

როდესაც  კარგი გაქვს ნანახი, რთულია ცუდზე თქვა კარგიაო. როდესაც იცი რა არის კარგი და ხედავ ცუდს, გეძლევა შედარების საშუალება და ამბობ რატომ არის კარგი კარგი, ცუდი კიდევ ცუდი.

ამ კონტექსტში კი შესაძლებელია ქართული კლუბების, ბარების თუ სხვა გასართობ ადგილების განხილვა. ადგილების რომლებიც ახალგაზრდა ან არც თუ ისე ახალგაზრდა ადამიანმა შეიძლება უქმე საღამოს მოინახულოს.

ასეთ მოცემულობაში კი თამამად შეიძლება ითქვას რომ ქართულ სივრცეში კარგი პრაქტიკულად არ მოინახება და ზოგადი ტენდენცია ისეთია რომ საქართველოში კლუბების უმრავლესობა ცუდია და თუ სადმე ნორმალურად და კარგად გაატარეთ დრო, ეს უფრო გამონაკლისია, რომელიც დამკვიდრებულ წესს ამტკიცებს.

მე მაპატიეთ რადიკალიზმი.

კარგი და ცუდით კი იმიტომ დავიწყე რომ კარგი გასართობი ადგილებიც მაქვს ნანახი, ოღონდ სამწუხაროდ საქართველოს ფარგლებს გარეთ. ისე, მთლად ზუბალამა მთქმელივით რომ არ გამომივიდეს, შევეცდები იმ არგუმენტების მოყვანას რომელიც იმაზე უნდა მიუნიშნებდეს რომ საქართველოში ღამის ცხოვრება ძალიან დაბალ დონეზეა.

ფეის კონტროლი 

ნებისმიერი თავმოყვარე კლუბი და ზოგიერთ შემთხვევაში ბარიც და პაბიც კი ინარჩუნებს უფლებას საკუთარ ტერიტორიაზე არ შემოუშვას ინდივიდი ან ინდივიდთა ჯგუფი რომელიც ე.წ. ფეის კონტროლის სტანდარტს არ აკმაყოფილებს. თუმცა, ამ შემთხვევაში სახეზეა თვისობრივი განსხვავება ქართულ და დასავლურ კლუბებს შორის.

თუ დასავლურ კლუბურ კულტურაში რომელიმე “ზავეძენიის” ფეის კონტროლის მთავარ კრიტერიუმებად შეიძლება ჩაითვალოს; სიფხიზლის დონე, ჩაცმულობა, ქცევა, კლუბში დახარჯვის ხარისხი და სხვა ადეკვატური პარამეტრები, ქართულ კლუბებში გაუგებარია რითი ხელმძღვანელობენ ა ლა რემბო გამოხედვის მქონე დაცვის ბიჭები.

აქვე ვაღიარებ და ბარემ მაგალითად იმას მოვიყვან რომ ამ წერილის დაწერის მიზეზი ჩემი და ჩემი მეგობრის  ერთ-ერთ ქართულ პოპულარულ კლუბში, რომელსაც პირობითად შეიძლება “გამოფენა” დავარქვათ, არ შეშვება გახდა.

ეს ამბავი კი ასე მოხდა; -ორი ახალგაზრდა ბიჭი, ზომიერად ნორმალურად ჩაცმულები, საკმაოდ ფხიზელ მდგომარეობაში, თავაზიანად და ზრდილობიანად მივუახლოვდით ზომიერად დაკუნთულ დაცვის ბიჭს, მივესალმეთ და დაველოდეთ სანამ შიგნით შეგვიშვებდა. თუმცა, ზომიერად დაკუნთულმა ბიჭმა დიდი ხანი არ გვალოდინა და სულ რაღაც სამ-ოთხ წამში გამოგვიცხადა რომ “დაშვებულები არ ვიყავით.” გაღიმებულები და კარგ ხასიათზე, თუმცა ამასთანავე, ოდნავ იმედგაცრუებულები ტერიტორიას გამოვეცალეთ.

მე რომ ზემოაღნიშნულ კლუბში ნამყოფი არასდროს ვყოფილიყავი, ვიფიქრებდი რომ “გამოფენას” ფეის კონტროლის ძალიან მკაცრი წესები აქვს, მაგრამ როდესაც ვიცი რომ ასეთ კლუბში მეტწილად  ისტორიას ჩაბარებული მოდის მიმდევარი ახალგაზრდები სტუმრობენ, ბიჭები კი ძირითადად მთვრალ ბარბარცთან ერთად ინარჩუნებენ ძველბიჭურ “პახოდკას”, ხოლო “ტანცპოლზე” ძირითადად დაპრუწულ ტუჩებიანი და სათვალე მომარჯვებული გოგჩოები ავსებენ, რომლებსაც ისეთი გაყინული და გარიყული მზერა აქვთ, თითქოს სამყარო თბილისში იწყებოდეს და იქვე მთავრდებოდეს, დაცვის ბიჭების გადაწყვეტილება ნამდვილად გაუგებარია, მითუმეტეს იმ პირობებში როდესაც აშკარაა რომ არც კონფლიქტს გამოვიწვევდით შიგნით და არც დასალევის გარეშე გავატარებდით დროს.

მომსახურება და ფასები

შედიხარ ზომიერად მოდურ ახალგახსნილ ბარში, რომელსაც პირობითად შეიძლება “ტახტი” დაერქვას, სხდები მეგობრებთან ერთად ერთ-ერთ მაგიდასთან და ათვარიელებ მენიუს. აქ ისეთი ფასებია, თავი ევროპაში გეგონება, ოღონდ დასავლეთ და არა აღმოსავლეთ ევროპაში, აბა პოლონეთი და ჩეხეთი ჩვენთან რა მოსატანია, ჩვენ უფრო მაგრები ვართ…

მოკლედ ათვარიელებ ამ მენიუს და ფიქრობ თუ როგორ შეიძლება საქართველოში საშუალო ხელფასის მქონე პირი ასეთ მოთხოვნას გაწვდეს, არა თუ რეგულარულად, არამედ ისე, თვეში ორჯერ მაინც, მითუმეტეს თუ ზოგადად კავკასიური მენტალიტეტით იძულებული ხარ გოგოც დაპატიჟო. ხვდები რომ ეს შეუძლებელია და საშუალო ხელფასის ქონის პირობებში, ერთადერთი შესაძლებლობა ასეთი პირობების დაკმაყოფილებისა, არის ფულის შეგროვება.

ისე, მაგარია არა? აგროვო ფული იმისთვის რომ თვეში ერთხელ წახვიდე ერთ “ზავეძენიეში” რომელიც მაღალი ფასების მიუხედავად ნორმალურ მომსახურებასაც კი არ გთავაზობს. კრედიტის გამოტანა მთლად უკეთესია.

მოკლედ, მენიუს ისტორია რომ გავაგრძელო, რაღაც კოქტეილზე შევჩერდი (საშუალოზე მაღალი ხელფასი მაქვს და შემიძლია გავწდე ბოლოს და ბოლოს რაღაც კოქტეილს მაინც),  და სადღაც 15 წუთიანი ლოდინის შემდეგ, იქვე მოფუსფუსე ოფიციანტ გოგონას როგორც იქნა ხმა მივაწვიდე, მიაწვდინეს ჩემმა მეგობრებმაც. თუმცა, კიდევ 15 წუთიანი ლოდინის შემდეგ, ძალიან საინტერესო ამბავი მოხდა… მოკლედ და კონკრეტულად ოფიციანტებს ყველაფერი შეეშალათ, რისი შეშლაც კი შეიძლებოდა.

ჯერ იყო და ის კოქტეილი მომიტანეს რომელიც არ შემიკვეთავს, თუმცა იმის და გამო რომ კოქტეილების ცოდნით მაინცდამაინც არ გამოვირჩევი, მოტანილი სასმისი მოვსვი და თან ეჭვიც არ შემიტანია რომ შეიძლება შემთხვევით სხვა კოქტეილი მოეტანათ. სულ რაღაც ერთ წუთში ოფიციანტი ელვისებური სისწრაფით მომვარდა, კოქტეილს ხელი სტაცა, თან ასევე ელვისებურად წაიბურტყუნა “ბოდიში, შემეშალა” და სულ რაღაც რამოდენიმე წამში გვერდზე მაგიდაზე მჯდომ ინდივიდს დაუდო. ინდივიდმა კი გემრიელად შესანსლა შეცდომით მოტანილი და აწ ჩემს მიერ მოწრუპული კოქტეილი.

შეეშალათ ასევე ჩემი მეგობრისთვის მოტანილი კოქტეილი, თუმცა განსხვავებით ჩემი შემთხვევისგან, მოტანისთანავე აუხსნეს რომ სხვა რაღაც დაუსხეს და თუ მას უნდოდა შეეძლოთ გამოეცვალათ, მაგრამ თუ წინააღმდეგი არ იყო “ბარემ დატოვებდნენ”. იმ უბრალო მიზეზის გამო რომ ჩემი მეგობარი განსაკუთრებული პრეტენზიულებით არ გამოირჩევა, კოქტეილიც “ბარემ დატოვეს”. ისე, აქვე ის უნდა ვთქვა რომ ოფიციანტებს ასეთ მომსახურებას ამ შემთხვევაში ნაკლებად ვაბრალებ, იმ უბრალო მიზეზის გამო რომ გატენილ ბარში სულ ორი ოფიციანტი მუშაობდა და პასუხისგებლობას უფრო მენეჯერს ვაკისრებ, რომელსაც ორ ოფიციანტზე მეტი უნდა დაეყენებინა იმ საღამოს… მეც მიმუშავია ოფიციანტად და ნამდვილად ვიცი რამდენად სტრესული შეიძლება იყოს მუშაობა იმ პირობებში როდესაც ხუთი კაცის გასაკეთებელ საქმეს ორნი ასრულებთ.

ცალკე თემაა, ხურდის დაბრუნების კულტურა, ზოგადად ყველგან. რამდენჯერ მქონია შემთხვევა და დარწმუნებული ვარ თქვენც, როდესაც მომსახურე პერსონალს ხურდა არ ჰქონია, ან იმაზე წაუწუნია რომ “უხერხულ” კუპიურას აწვდით, ამ დროს ძალიან უხერხულად გრძნობთ თავს და უხერხულობაში, გამოსავალზე ფიქრობთ.

თუმცა, ყველაზე მაგარ ის სიტუაციაა როდესაც სიტყვაზე ბარმენი გეუბნებათ რომ ხურდა არ აქვს და ცოტა ხანში თუ დაუბრუნდებით, აუცილებლად დაგიბრუნებთ. ძალიან აბსურდული ვითარებაა როდესაც გაძეძგილ კლუბში ბარმენი ასეთ სცენარს გთავაზობთ, წარმოიდგინეთ რომ ნახევარ საათში უნდა დაბრუნდეთ და კიდევ უფრო გაძეძგილ კლუბში ბარმენს თქვენი კუთვნილი ხურდა უნდა მოთხოვთ…

კონტიგენტი და გართობის ხარისხი

ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რაც ქართულ გასართობ ადგილებს ახასიათებთ მაინც ადამიანების ერთფეროვნება და “ერთი და იგივე სახეებია”. ამის მიზეზი კი პირველ რიგში, წინა თემას რომ დავუბრუნდეთ, კვლავ ფასებში უნდა ვეძიოთ.

შედარებისთვის, დასავლეთის ქვეყნებში ძალიან იშვიათია ორ სხვადასხვა ღამეს, თუნდაც ერთი და იმავე კლუბში, ერთი და იგივე სახეები შეგხვდეთ. თბილისში კი, არა თუ ერთ, არამედ ერთ ღამეში შეიძლება რამდენიმე სხვადასხვა კლუბში ერთი და იგივე ადამიანები იხილოთ. ეს კი ერთფეროვნების და მოწყენილობის ხარისხს კიდევ უფრო ზრდის…

ის მცირერიცხოვანი ადამიანები კი რომლებიც ქართულ კლუბებს და ბარებს ავსებენ, ერთმანეთისგან დიდად ხშირ შემთხვევაში არ განსხვავდებიან. გოგოები სხვა გოგოებს ჰგვანან, ბიჭები სხვა ბიჭებს, ზოგჯერ კი უფრო მეტიც, გოგოები სხვა ბიჭებს ჰგვანან, ან პირიქით…

მუსიკა გამონაკლისების გარდა ერთფეროვანია, მინიმალი თუ რაღაც ჯანდაბა, იმდენად განუსხვავებელია სხვადასხვა დიჯეის (რომელმაც ტრაქტორი თუ ბულდოზერი სულ რაღაც ორი კვირის წინ ისწავლა) მიერ დაკრული, რომ მოცეკვავე ახალგაზრდებს არაფერი დარჩენიათ იმის გარდა რომ ნელ ტემპში, და ერთფეროვან მოძრაობაში მხრები და თავი იქეთ-აქეთ აქნიონ, თან ისე ფართოდ დახუჭული თვალებით, რომ გეგონება ექსტაზის ქვეშ გაუტამა ბუდას მიერ ნატკეპნ გზას მიუყვებოდნენ.

ეპილოგის მაგიერ

და მაინც რატომ დავდივართ კლუბებში და ბარებში რომლებიც არ მოგვწონს, ვხარჯავთ დროს, ენერგიას და ფულს იმაში რაც საერთოდ არ გვამახსოვრდება, ყოველ შემთხვევაში დადებით კონტექსტში მაინც?..

მე მაინც მგონია რომ ქართული ღამის ცხოვრება, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივრობას ჰგავს, იცი რომ გუნდი წააგებს, მაგრამ მაინც უყურებ, გგონია რომ აი ახლა მოიგებენ, იმედი ბოლომდე , მსაჯის საფინალო ჩასტვენის მომენტამდე გრჩება, მაგრამ სტადიონს საბოლოოდ იმედგაცრუებული ტოვებ და ამბობ რომ ასეთ თამაშს აღარასოდეს დაესწრები, თუმცა სადღაც გულისსიღრმეში მაინც ფიქრობ რომ მომავალში კვლავ ეწვევი და ყველაფერი თავიდან იწყება…

ერთი “უიქენდის” ღამე გლაზგოში

პარასკევ-შაბათს, ანუ დასავლეთში უიქენდს რომ ეძახიან, გლაზგოს ქუჩები ტრანსფორმაციას განიცდიან.

თუ კვირის დღეებში აქ დაკავებულ, სიტყვაზე სამსახურში ჩქარი ნაბიჯით მოსიარულე ხალხს შეხვდებით, უქმე საღამოს, სულ სხვა სიტუაციაა.

ყოველი ასეთი საღამო ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ ამავდროულად თავისებურად უნიკალურია.

ერთ ასეთ ღამეს გარეთ გასულმა ფოტოაპარატი მოვიმარჯვე და აშკარად თუ შეპარვით ხალხს სურათების გადაღება დავუწყე.

იმღერე რამე გლაზგოურად, Open Mic nights

Walk up right to the microphone

And name

all the things you love

all the things that you loathe”

-Morrissey-


ინგლისურენოვან ქვეყნებში არაპროფესიონალ მუსიკოსებს პრაქტიკულად ყოველ საღამოს ეძლევათ საშუალება სხვადასხვა ქალაქების კლუბებში მოასმენინონ ბარში მოსულ სტუმრებს საკუთარი სიმღერები. ეს გამოცდილება 30 წელზე მეტია რაც არსებობს. იხილეთ რეპორტაჟი ერთ-ერთ ასეთ საღამოზე გლაზგოდან.

ჯორჯო ტუჩიმ ჩანთა 
ჩაალაგა, მეგობრებს 
დაემშვიდობა და სულ 
მალე 
მილანს ეწვევა. თუმცა, 
სანამ მილანში 
გაემგზავრებოდეს 
ბრიტანეთში
 ჯორჯოს ერთი 
დაუმთავრებელი საქმე აქვს. 
ის "თავისუფალი მიკროფონის" საღამოს 
დაესწრება და საგანგებოდ საღამოსთვის მომზადებულ კომპოზიციას დაუკრავს. 

საღამოსთვის მზადება ჯორჯომ ორი კვირით ადრე დაიწყო და აქტიურ 
რეპეტიციებსაც შეუდგა. 
"თავისუფალი მიკროფონი" ინგლისურად "Open Mike" ან "Open mic" 
ჟღერს, მას ბრიტანეთთან და ა.შ.შ.-თან 30 წლიანი ტრადიცია და ისტორია 
აკავშირებს. ასეთი საღამოების დროს მოყვარულებს ეძლევათ დაანახონ 
აუდიტორიას "რა ბიჭები" ან "გოგოები" არიან პოეზიასა, მუსიკაში თუ 
კომედიურ ჟანრში. 

შემსრულებლები საღამოს მასპინძელთან წინასწარ ეწერებიან და საკუთარ რიგს 
ელოდებიან, თითოს ერთი სიმღერის, ლექსის ან კომედიური შარჟის 
წარმოდგენა შეუძლია. ის საღამო რომელსაც ჯორჯო გლაზგოს კლუბ
 "Nice’n’Sleazy-ში" ესწრება ექსკლუზიურად მუსიკას და მუსიკოსებს 
ეძღვნება. 

"არ ვიტყვი რის დაკვრას 
ვაპირებ, მანამ სანამ სცენაზე
 არ ავალ" - მეუბნება
 ჯორჯო
 "Nice'n'Sleazy"- ში, 
კლუბში რომელიც დამწყებ და
 არაპროფესიონალ 
(გამონაკლისების გარდა) 
მუსიკოსებს ასპარეზს 
უთმობს. 

საერთოდ, ასეთ საღამოებზე 
მოყვარულების მოსმენა ძალიან 
საინტერესოა
ხოლმე, ზოგიერთის შესრულებისგან ხანდახან სიამოვნებას იღებ, 
ხანდახან ყურები “გტკივა,” ხანდახან კი გეცინება. ასე მაგალითად ახლად 
მოსულს სცენაზე შუა ხნის მამაკაცი დამხვდა, რომელიც "Keane-ის" 
"Somewhere only 
we know-ს" უკრავს. მეღიმება, მაგრამ არა მგონია შემსრულებელიც იგივეს 
გრძნობდეს, აშკარად ნერვიულობს, მიზეზი მარტივია - არც სმენა აქვს და 
არც ხმა.

შუა კომპოზიციაში დაკვრას წყვეტს და სიმღერის ტექსტის დავიწყების გამო 
ბოდიშს იხდის. აღარ მეღიმება, პრაქტიკულად ვხარხარებ, მაგრამ თავის 
შეკავებას და ზრდილობიანად მოქცევას ვცდილობ. დასავლურ ფილმებს 
შეჩვეულს მგონია რომ ხალხი ლაყი კვერცხების სროლას დაიწყებს, მაგრამ ამის 
მაგივრად ტაშს უკრავს და შემსრულებლის გამხნევებას ცდილობს.

ჯერი ლაიონსი, პროფესიონალი Entertainer (გამრთობი) - ია  ასეთი ტიპის 
საღამოებს "Nice'n'sleazy-ში" 1997 წლიდან უძღვება და 13 წლის 
განმავლობაში კლუბის სცენაზე მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოსული 
შემსრულებლების მოწმეა. 

გარდა იმისა რომ ყოველ ორშაბათს აქ რეგულარულად ნაცნობი სახეების ნახვა 
შეიძლება, ყოველ კვირას აუცილებლად გამოჩნდება ვიღაც ახალი. ზოგი
 ცნობილი კომპოზიციების ქავერებს უკრავს, ზოგი კი ახლად დაწერილ 
სიმღერებს სთავაზობს მსმენელს. 

"ვფიქრობ აკუსტიკური საღამოები ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე მუსიკის სცენისთვის, რადგანაც იმ ადამიანებს რომლებიც ჯგუფებში არ უკრავენ პლატფორმა, გამოხატვის ერთგვარი საშუალება ეძლევათ. ეს კლუბი და ზოგადად გლაზგო კი საშუალებას აძლევს მუსიკის მოყვარულებს შეექმნათ განსაკუთრებული გარემო." - ამბობს ჯერი.

პირველი დღე არაა რაც ჯერი ასეთი ტიპის საღამოებს უძღვება, კარიერის 
განმავლობაში მას ბევრი ცნობილი შემსრულებელი ახსოვს რომლებსაც ასეთ
 საღამოებზე დაუკრავთ. მათ შორისა არიან სნოუ პატროლი, ელიოტ სმიტი, 
პაოლო ნუტინი,ოაზისი და დემონ ალბარტნი. 

“სავარაუდოდ ყველაზე ცნობილი ადამიანი რომლიც კლუბს ეწვია კირა ნაითლია,
  მას პრესისთვის ისიც კი უთქვამს რომ “Nice'n'sleazy” მისი საყვარელი 
კლუბია. მას ძალიან მოსწონს აკუსტიკური საღამოები და ძალიან კარგად 
მახსოვს თუ როგორ ცეკვავდა The Strokes- ის და White Stripes-ის
კონცერტზე გლაზგოში” - მეუბნება ჯერი. 

მალე ჯორჯოს ჯერიც დადგება, რომელიც თითქოს ნერვიულობს კიდეც. ამის 
მიუხედავად ცდილობს სხვებს ნერვიულობა არ დაანახოს და რიგით მესამე 
ბოთლ ლუდს სვამს. მეგობრები მის გამხნევებას ცდილობენ, უღიმიან და 
მხარზე ხელს ადებენ. “ყველაფერი კარგად ჩაივლის” - ეუბნება ერთ-ერთი, 
“სანერვიულო არაფერია” - ამხნევებს მეორე.

 მეგობრების გასამხნევებლად მოსულნი ერთადერთ კატეგორიას არ
 წარმოადგნენ, აქ ხშირად "ნეიტრალური" ხალხიც მოდის, რომლებსაც 
უბრალოდ კარგი მუსიკის მოსმენა სურთ. კეტრინ კროული და მისი მეგობარი
 ასეთ ჯგუფს
 განეკუთვნებიან. “ხშირად ასეთ კონცერტებზე არ დავდივარ, მაგრამ ხანდახან 

ასეთ საღამოებზე დასწრება
აშკარად ღირს. დღეს 
ბევრი სხვადასხვა რამე 
ვიხილე,
 კარგია როდესაც ასეთი 
მრავალფეროვნება გხვდება
 ერთ საღამოზე.” - 
ამბობს კეტრინი.

რა თქმა უნდა ასეთი ტიპის საღამოები 
მუსიკოსებით როდი შემოიფარგლება, 
რომ არა დამსწრე მსმენელი, რომელიც
 შემსრულებელს ყოველი გამოსვლის
 შემდეგ შეძახილებს და აპლოდისმენტებს სჩუქნის, საეჭვოა ასეთ ტიპის
 კონცერტები წარმატებული ყოფილიყო. 

“ჩემთვის დიდი პატივია ვმასპინძლობდე ამ საღამოებს, მუსიკოსები და მოსული
 მსმენელები ქმნიან იმ შესანიშნავ გარემოს რომლებიც საბოლოოდ ასეთ 
საღამოებს წარმატებულს ხდიან” - მეუბნება ჯერი. 

როგორც იქნა, ჯორჯოს ჯერი დგება, სცენაზეა და გიტარის ჟღერადობას 
ამოწმებს. ყველაფერი რიგზეა. დაკვრას იწყებს. სიურპრიზი ჯგუფ 
“The Smiths – ის” ჰიტი “ There is a ligh that never goes out” 
აღმოჩნდა. მსმენელს აშკარად მოსწონს ჯორჯოს შესრულების მანერა და ტექსტს
 მასთან ერთად იმეორებს. 

სიმღერის დასრულების შემდეგ ჯორჯო დადებითი შეფასების მოლოდინში 
მეგობრებს უბრუნდება. “ძალიან კარგი იყო, ყოჩაღ” - ეუბნება ერთ-ერთი 
მათგანი. “იტალიური აქცენტით ორიგინალს აჯობა” - ხუმრობს მეორე. 

ჯორჯო კმაყოფილია, მისია შესრულებულია, მას იტალიაში დამშვიდებულს 
შეუძლია გამგზავრება.

გლაზგო, ღრუბლების და მუსიკის მხარეო

რამდენიმე თვის წინ როდესაც შოტლანდიაში კვლავ ვბრუნდებოდი გადავწყვიტე ინგლისურენოვანი ბლოგი გამეხსნა. ეს ბლოგი გლაზგოს მიეძღვნებოდა. ვფიქრობდი რომ დღეში ერთ დღეს მაინც გავატარებდი ახალი, საინტერესო ადგილის ძიებაში და მოგვიანებით დასამახსოვრებელ დეტალებს ბლოგზე გადავიტანდი.

ბლოგი დავარეგისტრირე კიდევაც, მაგრამ ჩემი ჩანაფიქრი კრახით დასრულდა. ბლოგი არცერთი პოსტით არ გამდიდრებულა. ალბათ, ყველაზე რთულია დაიწყო რაღაც ახალი  და გლაზგოზე წერის დაწყება საოცრად რთული და საბოლოოდ შეუძლებელიც (ყოველშემთხვევაში ბლოგის ფარლებგში) კი აღმოჩნდა ჩემთვის.

კრახის მიუხედავად ინგლისურენოვანი ბლოგის დაწყება მაინც შევძელი და მეტ ნაკლები რეგულარობით ვანახლებ კიდევაც. თუმცა, ეს სხვა საკითხია. ამ პოსტში კი მე თითქოს კომპენსაციის სახით მინდა გლაზგოზე ვისაუბრო. ამ პოსტით შევეცდები ჩემი შთაბეჭდილება და გამოცდილება გაგიზიაროთ.

ზოგადად გლაზგოს შესახებ

გლაზგო ქართველებში დიდი პოპულარობით სარგებლობს თქო რომ ვთქვა მოგატყუებთ. ლონდონი, ბერლინი, ამსტერდამი – ეს ქალაქები ქართველებში გაცილებით პოპულარულია და ასეთებში ქართველი სტუდენტის ან თუნდაც გასტრაბაიტერის აღმოჩენა გასაკვირი ამბავი არაა, იგივე შოტლანდიაშიც არის ქართველებს შორის პოპულარული ქალაქი, საუბარი რა თქმა უნდა ედინბურგზე მაქვს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში გლაზგო.

ხშირია ხოლმე ვინმე  ადამიანს რომ გაიცნობ გლაზგოში პირველი რაზეც იწყებ საუბარს სწორედ რომ ეს ქალაქია, მითუმეტეს თუ ახლადგაცნობილი უცხოელია. ასეთი საუბრების დროს ხშირად ხდება გლაზგოს ედინბურგთან შედარება. უმეტეს შემთხვევაში ორივე მხარე იმაზე თანხმდება, რომ ედინბურგი გაცილებით ევროპულია და “სვეცკი” ქალაქია სადაც უცხოელების რაოდენობა გაცილებით დიდია, ხოლო მკვიდრი მოსახლეობა გარკვეულწილად უფრო მაღალ კლასს წარმოადგენს. ეს გასაკვირი არაა, ედინბურგი დედაქალაქია, ადმინისტრაციული ცენტრი და თან პატარა და კოხტა. თუმცა, გლაზგოში ჩამოსულები სხვა პრიორიტებების მატარებლები არიან როგორც წესი, გლაზგოში მომხიბვლელობა სწორედ რომ მისი უხეშ ხასიათშია. ინდუსტრიალური ქალაქია, მოსახლეობის მეტწილი მუშათა კლასიდანაა, საშუალო ფენა აქ ძლიერია და ზოგადად უფრო შოტლანდიურია ვიდრე ედინბურგი. თითქოს ედინბურგზე უფრო ნაღდია. გლაზგო ლუდივითაა, შეუძლებელია ის პირველ “გასინჯვაზე” მოგეწონოს, უფრო მეტიც პირველ ნახვაზე თვალშისაცემია მისი ღარიბი არქიტექტურა, თითქოს უშნოცაა. მაგრამ მას შემდეგ რაც აქ არაერთ კვირას გაატარებ მიხვდები, გლაზგოს საინტერესო ხასიათის მატარებელი ქალაქია და ის თქვენგან პატივისცემას მოითხოვს.

ენა, ხალხი და მუსიკა

გლაზგოს ცენტრალურ ქუჩებზე სეირნობისას ჩვეულებრივ დღეს ყველაზე ნაკლები 5 სხვადასხვა ტიპის მუსიკოსს ან ჯგუფს შეხვდებით

გლაზგოური აქცენტი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სასაუბრო თემას წარმოადგენს არა მხოლოდ შოტლანდიაში არამედ მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის ინგლისურენოვან ქვეყნებშიც. პირველად ჩამოსულს არაფერი მესმოდა, უცხოპლანეტელებივით იყვნენ რომლებაც ინგლისური ენა სკოლაში ისწავლეს. ინგლისურად ლაპარაკობენ, მაგრამ ჟღერადობას შეჩვეული თუ არ ხარ ამას ვერ მიხვდები. სიტყვების დიდ ნაწილს თავისებურად გადაკეთება უყვართ, მაგალითად ისეთი უწყინარი სიტყვა როგორიც “Yes” არის შოტლანდიელის მიერ “აი” გამოითქმის. ამიტომაც, რა გასაკვირია რომ პირველად ჩამოსულს ეს სიტყვა სულ სხვა გაგებით მესმოდა. მერწმუნეთ, შოტლანდიურ აქცენტს თუ შეეჩვიეთ ნებისმიერ სხვასაც გაუგებთ.

შოტლანდიელები და გლაზგოელები ძალიან საინტერესონი არიან, მათ გლაზგოსავით ხასიათი გააჩნიათ. ამაყები,  მამაცები და პირდაპირები არიან. ეს ქალებსაც ეხებათ. თუ ვინმე ბიჭს  ჩხუბი მოუვიდა და ამ დროს მას თან შეყვარებული ახლავს არ გეგონოთ რომ ეს გოგო თავისთვის დადგება და მისი კაცის ჩხუბს ჩუმად ადევნებს თვალს, ის ბოლომდე დაიცავს თავის შეყვარებულს და თუ საჭიროა ფიზიკურადაც კი დაეხმარება.

გლაზგოელებელებს უყვართ გართობა, ამ ქალაქში წასასვლელი და დროს სატარებელი ადგილი კვირის ნებისმიერ დღეს არ დაილევა, აქ კი დიდ როლს მუსიკა თამაშობს. ყოველი მეორე გლაზგოელი გულში მაინც თავს მუსიკოსად თვლის, ეს ლოგიკურია, გლაზგოდან თანამედროვეობის ძალიან ბევრი ცნობილი ჯგუფია, მაგალითად Primal Scream, Texas, Glasvegas, Belle and Sebastian, Mogwai და ა.შ. ამიტომაც გასაკვირი არაა რომ აქ ყოველდღიურად საერთაშორისო არენაზე ცნობილი მუსიკოსები უკრავენ.

სტერეოტიპი და სიმართლე

2009 წლის ზამთარი, ჩემი პირველი ვიზიტი გლაზგოში

გლაზგოს წლების განმავლობაში რეპუტაცია ჩამოუყალიბდა, ის ბრიტანეთში საკმაოდ კრიმინალურ ქალაქად ითვლება, სადაც მაღალია ნარკომანიის და ალკოჰოლიზმის დონე. არ შეიძლება იმის თქმა რომ ეს ვარაუდი სუფთად სტერეოტიპია, არის ამ მოსაზრებაში ჭეშმარიტების მარცვალი. გლაზგო პირობითად დაყოფილია 4 (ძირითადად) ზონად, აღმოსავლეთი, დასავლეთი, ჩრილოეთი და სამხრეთი. დასავლეთი ყველაზე პრესტიჟულია, აქ ძირითადად უფრო შეძლებული ხალხი და ასევე სტუდენტობა ბინადრობს. სამხრეთი – მეორე ადგილს იკავებს, აქ დიდია ემიგრანტების (ძირითადად პოლონელების) ნაკადი, მდიდარია კაფეებით და პაბებით. აი აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი კი არასასურველ უბნებად ითვლება. განსაკუთრებით ჩრდილოეთი, ამბობენ, აქ სახლიდან 7 საათის გვიან გასვლაც კი საშიშია. ქუჩაში მომხდარი უსიამოვნება “ჯანკებთან” შეიძლება ჭრილობითაც კი დამთავრდეს. ყოველშემთხვევაში ასე ამბობენ, გლაზგოელებიც კი.

ამინდის პროგნოზი

გლაზგოში ამინდზე მხოლოდ იმიტომ არ ლაპარაკობენ რომ მეტი სალაპარაკო არაფერი აქვთ. ამინდი აქ მართლაც რომ აქტუალურია. თუ კვირაში ერთი მზიანი დღე მაინც გამოდგა ჩათვალეთ რომ ძალიან გაგიმართლათ, გლაზგოსთან შედარებით ლონდონიც კი მაიამია. ცხელი დღე წლის განმავლობაში პრაქტიკულად არ არსებობს, მაქსიმალური ტემპერატურა 25-ზე მაღლა ზაფხულშიც კი არ ადის. ზამთარი შედარებით თბილია (წლევანდელი და შარშანდელი ზამთარი გამონაკლისია), ზღვასთან სიახლოვის გამო.

დღეისთვის სულ ესაა რისი თქმაც მინდოდა, სავარაუდოდ ამ თემას მომავალში კვლავ დავუბრუნდები.

10 ყოვლად არასექსუალური სიმღერა

ბევრი ადამიანი სექსის დროს მუსიკას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ასეთების
უმრავლესობა ალბათ აქტის დროს არცერთი შემდეგი სიმღერის მოსმენას არ ისურვებდა. თუმცა, შეიძლება ვცდებოდე. მოკლედ ჩემი აზრით, სექსისთვის ყველაზე გამოუდეგარი 10 სიმღერა ასე გამოიყურება.

10.  Ray Parker Jr. – Ghostbuster, ყველაზე სექსუალური სიმღერა ამ სიაში. თუმცა, რთულია წარმოიდგინო სექსის დროს ამის მოსმენა, თუ რა თქმა უნდა ნერვიულად ან რითმულად თავს არ აქნევ სიმღერის თანხლებით. ასეთ შემთხვევაში გართობა გარანტირებულია, ორგაზმი ნაკლებად. თუმცა, არსებობენ მოყვარულებიც.

09. Manowar – Hail and Kill , არ წარმომიდგენია ისეთი აქტის დროს რომელიც პოტენციურად ახალი არსების წარმოქმნას გულისხმობს, ასეთი სათაურის და შინაარსის სიმღერის მოსმენა.  თან გაოფლიანებული, ამერიკელი მილიტარისტი მუსიკოსების წარმოდგენა შუა აქტის დროს მაინდამაინც სექსუალური არ უნდა იყოს. თუმცა, არსებობენ მოყვარულებიც.

08. Mr. Credo – Медляк, არ მიყვარს სიტყვა “გოიმური,” მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა სიტყვის ხმარება უბრალოდ არასწორი იქნებოდა. სიმღერა შეიცავს ძალიან იაფფასიანი სიტყვებს, იმ 2 ლარიან “ბანბანერკას” ჰგავს ზედ ლიქიორი რომ ახატია და ისეთ ადამიანთან რომ მიგაქვს საერთოდ რომ არ გიყვარს.  დანარჩენს თავად მოუსმინეთ. თუმცა, არსებობენ მოყვარულებიც.

07. Gunther – Ding, ding, dong, ეს სიმღერა მხოლოდ ისეთ ადამიანს შეიძლება სექსუალურად მოეჩვენოს რომელსაც სექსი არასდროს ჰქონია. ეს რომ ჩართოთ სიცილი და გართობა გარანტირებული გაქვთ, ოღონდ არანაირი სასიყვარულო აქტი არ გამოგივათ. რომანტიული საღამოს დასამთავრებლად ნამდვილად არ გამოდგება. თუმცა, არსებობენ მოყვარულებიც.

06. მიხაილ კრუგი – Владимирский централ , ამბობენ საქართველოს რესტორნებში ქურდული ხასიათის სიმღერები აკრძალესო. თუმცა, სახლში ასეთის მოსმენას ვერავინ აგიკგრძალავს, მითუმეტეს სექსის დროს. თუმცა, რა აუცილებელია ამის აკრძალვა, საღმა აზრმა წესით და რიგით ასეთ შემთხვევაში უნდა გაიმარჯვოს. თუმცა, არსებობენ მოყვარულებიც.

05. თემურ წიკლაური – გააჩერეთ დედამიწა, დამიჯერეთ, ამ სიმღერის წინააღდეგი არაფერი მაქვს, პირიქით მომწონს კიდევაც მისი ფილოსოფიური, ისტორიული თუ სოციალური ხასიათის გამო. მაგრამ ეს დიდაქტიკური სიმღერა ყოვლად უდროოა სექსუალური აქტის დროს. “ოდეს კაცად წოდებული, ახლა მხოლოდ ბარგი ვარ” – ეს არ არის  ის სიტყვები რომლის მოსმენაც ორგაზმის დროს კაცს შეიძლება უნდოდეს. თუმცა, არსებობენ მოყვარულებიც.

04. Ялла – Учкудук, არ გახსოვდათ არა? მოგონება ბავშვობიდან, არ ვარ დარწმუნებული რომ ამ ჯგუფს კიდევ აქვს რამე სხვა ჰიტი, მაგრამ “უჩკუდუკმა” სექსის დროს შეიძლება ყველაზე ჯანმრთელ კაცსას კი მოუღოს ბოლოს. უჩკუდუუუუუკ, ო არა! თუმცა, არსებობენ მოყვარულებიც.

03. დები იშხნელები – ყოველ სნეულობაზე, ვიცი, თავად სახელი “დები იშხნელები” ღიმილს იწვევს თქვენში, რა თქმა უნდა ამაზე სექსის წარმოდგენა პრაქტიკულად შეუძლებელია, მიუხედავად იმისა რომ სიმღერა სიყვარულზეა. მაგრამ ალბათ მაინც სხვა სიყვარულზეა საუბარი და არა “ხვევნა კოცნა ტლაშატლუშზე.”ისე მართლაც, ასეთ სიმღერის მოსმენის დროს სიყვარული კეთება ნებისმიერ სნეულებაზე ძნელია. თუმცა, არსებობენ მოყვარულებიც.

02. ლეილა თოდაძე – აფრები, კატასტროფა. დამიჯერეთ, ამ პოსტში ყოველი სიმღერის დაწერისას ფონად აღნიშნული სიმღერა მაქვს ჩართული, ამჯერად თითები არ მემორჩილებიან, ტვინი მებნედება, კლავიატურა მთვრალი ლეილასავით არ მემორჩილება და საერთოდ აზრებს ვერ ვალაგებ. სექსის დროს დარწმუნებული ვარ ვითარება ბევრად რთული იქნება, თუმცა ცდა არ მინდა. თუმცა, არსებობენ მოყვარულებიც.

01. ტოქსი – ჩემი საძმო, ამ სიმღერამ პრაქტიკულად შეუძლებელი შეძლო, ანუ “აფრებსაც” კი აჯობა. ამ სიმღერაზე არათუ სექსის, არამედ პარტნიორის კოცნა, საპირისპირო სქესის მიმართულებით გახედვა, სექსზე ფიქრი და საერთოდ უბრალოდ ფიქრიც კი არ შეიძლება. საერთოდ არაფერი შეიძლება ამას თუ უსმენ. თუმცა, არსებობენ მოყვარულებიც, რისი წარმოდგენაც პრინციპში ძალიან რთულია.

ვიქტორია თოდრია, პორნო, ალკოჰოლი და კერძები

ვაგრძელებთ რუბრიკას, ვიქტორია თოდრია, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი და ამავდროულად ჟურნალისტი საუბრობს პორნოზე, სასმელზე და კერძებზე.

– მოკლედ თუ შეგიძლია შენს “ურთიერთობაზე” პორნოსთან, როდის და როგორ დაიწყო?

ურთიერთობას ვერც დავარქმევ, იმიტომ რომ ურთიერთობა ხანგრძლივი პროცესია. მოდი პორნოსთან შეხება ვუწოდოთ, რაც თინეიჯერობისას მოხდა, 17 წლის ვიყავი. (სულაც არ არის გასაკვირი ასე ხდება). სულ შემთხვევით რამდენიმე კადრს მოვკარი თვალი და იმდენად მოულოდნელი და უცხო იყო, რომ თვალები შუბლზე ამივიდა გაოცებისგან. კარგად მახსოვს მთავარი გმირები შავკანიანები იყვნენ.

– მადა ჭამაში მოდისო, პორნოს ყურებისას იგივე პრინციპი თუ მოქმედებს? რა არის კარგი პორნოს ინგრედიენტი?

ზუსტად არ ვიცი და იმედია მეპატიება, მაგრამ არსებობს კვლევა, რომელმაც დაამტკიცა, რომ მამაკაცები უფრო მეტად რეაგირებენ ვიზუალურ გამაღიზიანებელზე ვიდრე ქალები. რაღა თქმა უნდა არსებობს მეორე კვლევაც, რომელიც სეინტ ლუისის სამედიცინო სასწავლებლის (შეიძლება მეშლება) მკვლევარებმა ჩაატარეს და ზემოთ მოცემული კვლევის შედეგი გააბათილეს და დაამტკიცეს რომ ორივე სქესის წარმომადგენლები თანაბრად რეაგირებენ ვიზულურ გამაღიზიანებელზე. თუმცაღა თუ ინტერნეტში გავრცელებულ სტატისტიკურ მონაცემებს დავეყრდნობით, მაშინ აშკარაა რომ პორნოს ძირითადი მომხმარებლები მაინც მამაკაცები რჩებიან. ეს ისე ინფორმაციისთავის. ეხლა კი შენს შეკითხვას რაც შეეხება, მადა რომ ჭამაში მოდის ფაქტია. რატომ? იმიტომ რომ ცნობისმოყვარეობა ერთ-ერთი უძლიერესი მამოძრავებელი ძალაა. პორნოსთან პირველი შეხების შემდეგ ბევრი დრო გავიდა მეორე შეხებამდე. აი მეორედ კი უკვე ცნობიერების ფაქტორმა თავისი როლი შეასრულა. ზოგადად მიყვარს ფილმები და ვცდილობ სხვადასხვა ჟანრს გავეცო და სწორედ მაგ მიზნით ჩავრთე კლასიკური პორნო, (რავი თუ ასე შეიძლება ვუწოდოთ პორნო ფილმს) , რასაც ბოლომდე ვერ ვუყურე, მერე სადო მაზოს რამდენიმე სცენას გადავხედე და ასე შემდეგ. . ეგ იყო და ეგ, არანაირი სურვილი აღარ გამჩენია. ვერ აგიხსნი რატომ, თუმცა შევეცდები. არ მაინტერესებს სხვები რას შვებიან საძინებელში. თუმცაღა მეორე მხარეც არსებობს რაც ბევრისგან მსმენია, პორნო არის სექსუალურ ცხოვრებაში სიახლეების შემოტანის ერთ-ერთი საშუალებაო. აუცილებლად უნდა ვთქვა რომ სასტიკი წინააღმდეგი ვარ საბავშვო პორნოგრაფიის, რასაც სამწუხაროდ უამრავი მყიდველი ყავს ბაზარზე და ეს პროცესი შეუქცევადია. რატომ- ეს უკვე ფსიქოლოგებისა და სოციოლოგებს უნდა კითხოთ. არ ვიცი, თუმცა მაინტერესებს ამის მიზეზი.

პორნოს ინგრედიენტი ეს სუბიექტურია. გააჩნია ვის რა ინტერესები, ფეტიშები და განუხორციელებელი ფანტაზიები აქვს. ზოგისთვის სადო მაზოა, ზოგიშტვის ჰომო და ასე შემდეგ. ასე რომ ეს მომხმრებელზეა დამოკიდებული. მგონი მაინც მთავარია კარგი კამერა იყოს, ნუ მხატვრულს რო დაამსგავსო მაშინ პორნო ის პორნო აღარ იქნება. ჩემის აზრით მსახიობებიც ცოტა უფრო მეტად უნდა შედიოდნენ როლში და რასაც აკეთებენ ხარისხიანად აკეთონ. კიდევ შეიძლება ცოტა იუმორიც. ეს ხუმრობით და ახლა კი სერიოზულად, ჩემის აზრით პორნო უფრო ყურებადია, თუ მაში ახალბედა მსახიობები მონაწილეობენ, განა ეს არ არის მისი მთავარი ამოცანა, რომ მაყურებელს ეგონოს, რომ ის რელაურად სხვას უთვალთვალებს სექსუალური აქტის დროს…

-იმისათვის რომ ადამიანი წვეულებაზე(ფართიზე, ტუსოვკაზე და ა.შ.) გაერთოს ალკოჰოლის რა რაოდენობის მიღებაა საჭირო? ოდესმე გათიშვამდე თუ დაგილევია შენ პირადად?

ფართიზე რო გაერთო დალევა სულაც არ არის საჭირო, მთავარია როგორ ხასიათზე ხარ და განწყობა. ვიცი რო არ მეთანხმები და ვიცი რატომაც. ხალხი სვავს იმიტომ რომ დაღლილია სამსახურიდან ან გაღიზიანებულია და ალკოჰოლური თრობა უადვილებს სტრესისგან განთავისუფლებას. და ალკოჰოლი ყველაზე გავრცელებული, სოციალური ნარკოტიკია. ზოგიერთს უჭირს სხვებთან ურთიერთობა და ალკოჰოლი ამ კომპლექსს უხსნის, ზოგს თავდავიწყება უნდა, ყველას თავისი მიზეზი აქვს და მოდი ყველას მიზეზს გაუმარჯოს! უგონო მდგომარეობამდე დალევა სულაც არ არის სახალისო და ზოგჯერ სავალალო შედეგებს იწვევს. გააჩნია ადამიანის ფსიქიკას. ზოგი სამჭიქაში ითიშება, ზოგი კი არასოდეს. ძირითადად უგონო მდგომარეობამდე დალევა თინეიჯერებს ახასიათებთ, იმტომ, რომ ალკოჰოლი მათთვის ჯერ სიახლეა. მრავალწლიანი სმის შემდეგ კი ადამიანი საკუთარ ლიმიტის მწვერვალსაც ეუფლება (ან ვერა) და იცის რამდენი დალიოს, რომ თავი ზუსტად ისე იგრძნოს როგორც მას გაეხარდება. რაც შეეხება ჩემი დალევის ისტორიებს, მოდი ეს ჩვენს შორის დარჩეს 🙂

– რომელია შენი ფავორიტი ალკოჰოლური სასმელები და რატომ?

მიყვარს კალვადოსი, ლუდი, ტეკილა და ჯაკ დენიელსი . რატომ და სიყვარულს რად უნდა დასაბუთება, უბრალოდ მიყვარს.

– საქართველოში სმის კულტურა თუ არსებობს? საზღვარგარეთ ცხოვრობდი დიდი ხანი და როგორ შეადარებდი სმას მანდ და საქართველოში არსებულ სიტუაციას?

სმის კულტურა… ამერიკელი თინეიჯერები (ყველა არა! რა თქმა უნდა ზოგიერთები, სტატია იყო) მაგალითად არაყს თვალში ისხავენ რომ ურო მალე იმოქმედოს ალკოჰოლმა. ეს შეილება ჩაითვალოს როგორც სმის ერთ ერთ კულტურად? არ ვიცი, ევროპაში უფრო ბევრს სვავდნენ , რავი იქნებ მეჩვენება საქართველოსთან შედარებით უფრო დიდი რაოდენობის ალკოჰოლის კონზუმი ხდება. გაცილებით უფრო მეტი თინეიჯერი ეგდო პარასკევ საღამოს ქუჩაში ვიდრე აქ მინახავს, თუმცა სიმართლე რო გითხრა საქართველოში ღამის ტუსოვკაზე კარგა ხანია აღარ ვკოფილვარ და არ ვიცი როგორი სიტუაციააა.. რეალურად. საქართველოში როგორ არ არსებობს სმის სკულტურა  ოღონდაც ტრადიციულ-ქართულია, სუფრასთან და თამადასთან ერთად ბოლომდე! თუმცა მას შემდეგ რაც ევროპისკენ მივილტვით ტრადიცულ ქართულ სუფრებზე დალევის დაძალების ფაქტები მნიშვნელოვნად შემცირდა. გარდა ამისა მთვრალი საჭესთან დაჯდომა მიუღებელი გახდა, რასაც მე და არა მარტო მე მივესალმები. იქედან გამომდინარე, რომ არსებობს ტუსოვკების სხვადასხვა ტიპები, დალევის ინტენსივობაც შესაბამისად განსხვავდება. გააჩნია რა სიტუაციაში ხარ. „თანამედროვე“ ქართველი ახალგაზრდობა ევროპას შესცქერის თვალებში და შესაბამისად სიტუაციიდან გამომდინარე სვავს ისე, როგორც ამას „ ევროპელი“ იზავდა.

– შენი საყვარელი კერძები? იქნებ ერთი რეცეპტი გაგვიზიარო?

მიყვარს კარგი საჭმელები და რაც მთავარია კარგად დამზადებული. ძალიან მნიშვნელოვანია ვისთან ერთად ვჭამ და სად. მართალია სულ ჩემი სურვილისამებრ არ გამოდის, მაგრამ უმეტესად ვცდილობ შევიქმნა სასიამოვნო და ჯანსაღი გარემო. ჩემთვის სადილი ძალიან მიშვნელოვანი რიტუალია და როცა საშუალება არის მიხარია თუ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ვსადილობ. დ ათუ მშია ვიცი კოკრეტულად რა მშია. მაგ: არ შემიძლია ვჭამო ხაჭაპური, როდესაც გონების დაკარგვამდე მომინდა მწვადი. ეს უბრალოდ მაგალითისთვის მოვიყვანე.

რეცეპტი: მოხარშული ორაგულის და ასპარაგუსის სალათა, რემულადეთი და ცერეცოთი (კამა) ძალიან მიყვარს.

– როგორ აღწერდი ქართულ სუფრას, ქართულ კერძებს? რამდენად მოგწონს? ზოგადად როგორი სამზარეულო გიყვარს?

ქართული კერძები ძალიან მიყვარს. სუბიექტური ვარ, ბუნებრივია, იმტომ რომ საქართველოში და ქართულ კერძებზე გავიზარდე. ქართული სუფრა არის მრავალფეროვანი, ჯანსაღი იქნებოდა ცოტა ხოლესტერინი რომ არ ჭარბობდეს. ისე კი ნიგოზი, ხახვი, ნიორი, თხილი და ბოსტნეული ძალიან სასარგებლოა. ცნობისმოყვარე ვარ საკვების მიმართაც. სამწუხაროდ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ გამისინჯია ამიტომაც შემილია გითხრა რა არ მიყვარს. არ მიყვარს ინდური კერძები . ძალიან მიყვარს იაპონური, ტაილანდური, ჩინური, გერმანული, ფრანგული, იტალიური, ავსტრიული და ებრაული სამზარეულო, ბუნებრივია ქართული.

– რას აირჩევდი, კარგ პორნოს, კარგ კერძს თუ კარგ სასმელს?

კარგი კერძი და კარგი სასმელი 🙂

– რამეს ხომ არ დაამატებდი? შენი რჩევა მომავალ რესპოდენტებს.

საერთოდ ბევრი ლაპარაკი მიყვარს და ძალიან ბევრი რამ გამორჩა რისი თქმაც შეიძლებოდა ამ თემებთან დაკავშირებით, ამიტომ ძალიანაც ნუ განმსჯით 🙂

ორთოდოქსი ალტერნატივშიკები, ანუ მადონა ქართულად


რამდენიმე თვის წინ ქართულ გართობის საშუალებებზე გავაკეთე სერია. ერთ-ერთი ასეთი ე.წ. ალტერნატიულ საზოგადოებას ეძღვნებოდა, უფრო სწორედ ახალგაზრდების იმ ნაწილზე, რომლებიც საკუთარ თავს განსხვავებულად თვლიან (თუმცა ამას საჯაროდ არასდროს აღიარებენ) და დაახლოებით რუსეთის “Золотая молодежь-ს” ანალოგს წარმოადგენენ, იმ განსხავებით რომ მასშტაბები გასაგები მიზეზების გამო საქართველოში გაცილებით პატარაა და შესაბამისად ეს წრეც უფრო ვიწროა. ამ წერილში ამ შესანიშნავ ადამიანებს კიდევ ერთხელ მინდა შევეხო.

რუსული ანალოგის მსგავსად  ქართული ნაღები ახალგაზრდობა ასევე ჩაკეტილ წრეს წარმოადგენს, აქ უცხოს, პლებსის მოხვედრა განსაკუთრებით რთულია. მოხვედრაში საჯარო ტუსოვკაზე დასწრება რა თქმა უნდა არ იგულისხმება, ასეთს ვერც ერთი წრე ვერ გააკონტროლებს, აი უფრო ჩაკეტილ ე.წ. დახურულ ფართებზე მოხვედრა ბევრად რთულია და რჩეულების ხვედრია. საერთოდ, საინტერესოა რომ ესწრე პრაქტიკულად არ იცვლება, არ იცვლება წლების განმავლობაში და აქ ერთი და იგივე სახეებს შეხვდებით, სანტა ბარბარას სერიალის გმირებს გვანან, თუ რაღაც მომენტში მეისონს (მათვის ვისაც არ ახსოვს მეისონი სახელოვანი სერიალის ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო) ვერ ხედავთ ძალიან წუხდებით, დისკომფორტს განიცდით, თითქოს რაღაცა გაკლიათ. მოკლედ, წლების განმავლობაში ერთი და იგივე სახეები, ერთი და იგივე გარემო და ერთი და იგივე ხუმრობები (ნეტა არ ბეზრდებათ?).

ხუმრობები ასევე საინტერესო მოვლენას წარმოადგენენ, როგორც წესი აქ გავრცელებული იუმორი აბსურდული ხასიათისაა. თუ ფიქრობთ რომ მას რამე მსგავსება ბრიტანულ იუმორთან აქვს დაივიწყეთ, ბევრად უფრო აბსურდულია, რეალობისგან შორს და პირველყოფილ ადამიანებთან ბევრად ახლო. თუ ვინმემ წარმატებით გაიხუმრა მთელი საზოგადოება ხარხარებს (ინტენსივობა ადამიანის რანგზეა დამოკიდებული) და ცდილობს მუსიკის ხმა გადაფაროს, გადაფაროს იმიტომ რომ ჩვეულებრივასეთ ტუსოვკებზე მუსიკა დაახლოებით ისეთ დონეზეა ჩართული მაიკლ ჯექსონის კლიპში”Black or white” კალკინი რომ უსმენს.

მუსიკა ისეთია, საქართველოში გასული პონტი რომ გგონია და ევროპაში ჩვეულებრივ სუპერმარკეტში რომ მოუსმენ. მაგრამ ეგ არაფერი, მთავარია მასაში “გაბაზრებული” ხომ არაა? წავიდა ერთი-ორი კაცი ევროპაში, ჩამოიტანა ყველაზე ადვილად საპოვნელი შემსრულებელი და დავაი “სამი დალიეს” სვეწკი ვარიანტი ჩაკეტილ წრეში. საერთოდ მოსკოვის ამბებს ძალიან მაგონებს, მაშინაც იყო თითქოს “უჩვეულო” ბაბინების შოვნა განსაკუთრებულების პრივილეგია და ისინიც ერთ წრეში იკრიბებოდნენ, შინაარსი არ შეცვლილა, ფორმა ოდნავ. ალბათ ბაბინების და საბჭოთა პერიოდში “ბიტლების” ან “როლინგების” შოვნის სირთულეა მიზეზი იმისა რომ სვეწკები ძალიან ბრაზდებიან თუ რამე მუსიკალური ნაწარმოები დახურული წრიდან რომელიმე “მოღალატის” წყალობით ფართო მასებში ხვდება. ამას არ ვიგონებ, მე პირადად გავიგე, ერთმა ჩემმა ნაცნობმა მეორეს უთხრა” ეგ ლინკი ფეისბუქზე რატომ დადე? მე მარტო შენ გაგიზიარე.”

როგორია “ალტერნატიული ახალგაზრდობის” ფაუნა?

პირველ რიგში ალბათ ახალგაზრდობის ტერმინი უნდა განვსაზღვროთ. როგორც უკვე ვთქვი წლების განმავლობაშიამ წრეში ერთი და იგივე ადამიანებს შეხვდებით. ამიტომაც, ვთქვათ 10 წელი ერთი და იგივე ადამიანს თუ ხედავ როგორ შეიძლება ის არ ბერდებოდეს? მართალია, მაგრამ საქმე ისაა რომ აქ ზოგჯერ უკვე ფიზიოლოგიურად არც თუ ისე ახალგაზრდას შეხვდებით, მაგრამ მისი საქციელი იმაზე მიუნიშნებს რომ მას პირზე ჯერ რძეც არ შეშრობია. მოკლედ, ამ წრის შემადგენლობაში ყოველთვის შეხვდებით ჯოკერ – ჟიგოლოს. ჯოკერს იმიტომ რომ მისი მისია (ამას თვითონაც გრძნობს) შეკრებილი საზოგადოების გართობაა, ის არ იღლება, მთელი საღამო იქეთ აქეთ დარბის, აბსურდულ ხუმრობებს ავრცელებს, ხანდახან იხდის ხოლმე და მოკლედ თავის მისიას ხუთიანზე ასრულებს. რატომ ჟიგოლო? იმიტომ რომ ჯოკერის როლის შესრულებით მას პრიზი ერგება. მაგალითად რომელიმე ტუსოვკაზე ახლად მოსული გოგონაა (გოგონა და არა გოგო, იმიტომ რომ როგორც წესიეს ძალიან მორცხვად ზის ხოლმე), ჟიგოლოს ეს გოგონა შეიძლება მოეწონოს. ერთ-ორჯერ შეიძლება მისვლაც სცადოს, თმებზე მოკიდოს ხელი (შეიძლება მე-3 კლასელივით მოქაჩოს კიდევაც),ისიც უარზე თუ არ არის მოგვიანებით ჟიგოლო, ბოდიში ტერმინოლოგიისთვის, ჩინჩლავს.

ჯოკერი – ჟიგოლოსგან უნდა გავანსხვავოთ “პუტკუნა მინდა ვიყო ჟიგოლო,” ასეთს როგორც წესი ამ საზოგადოებაში სტაჟის გამო ითმენენ და ხანდახან პატივსაც სცემენ, მაგრამ იმის გამო რომ პუტკუნაა ჟიგოლოობა ნაკლებად გამოსდის და ისიც ვერავის ჩინჩლავს.

სტარი – სტარი და არა ვარსკვლავი, ვარსკვლავი ქართული სიტყვაა და ტეხავს, სტარი ძალიან ხშირად მუსიკოსია, აი ისეთი მუსიკოსი ახალგაზრდებისთვის გიტარას რომ ხერხავს, მთლად უკეთესი თუ სახეზე სიმპატიურია. ტუსოვკებზე სტარი ჩუმად, თვითდარწმუნებული სახით ზის ხოლმე, ერთი ორჯერ შეიძლება გაიხუმროს, უფრო სწორედ ხუმრობის ტონით თქვას რაღაც ჩვეუელბრივი, რომელიც საზოგადოებისთვის მას შემდეგ ხდება სასაცილო როდესაც თვითცენზურა აიძულებთ პირი დააღონდა გაიცინონ. ეს სტარიც ასტრალშია (სტარია ბოლოს და ბოლოს), მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ ლონდონში, პარიზში ან ბერლინში მოხვედრისას ის აღმოაჩენს რომ “ასტრალი” მხოლოდ კაფე ბარის დასახელებაა, რომელშიც მას გამართლების შემთხვევაში მუშაობაც მოუწევს (მაგრამ ეგ არაფერი, რუსთავი 2 მაინც გაასტარებს და გაატელევიზორებს).

დავუბრუნდეთ იუმორს, აი მაგალითი იმისა თუ როგორ შეიძლება გაიხუმროს “სასოწარკვეთილმა ალტერნატივშიკმა:” “პუტკუნა მინდა ვიყო ჟიგოლო” თავის ახალ პაძელნიკთან (იმისათვის რომ დაანახოს რომ ის დომინანტია) ერთად შემთხვევით ხვდება ერთი ნაცნობის შეყვარებულს (სიტყვა გერლფრენდი ალბათ უფრო მისაღებია ამათვის).

– შენ”იმის” გერლფრენდი ხარ?

– კი.

მინდა ვიყო ჟიგოლო თავის ახალ პაძელნიკს:

-“ის” ჩვენი ძმაა, რომ გეუბნებოდი.

ახალი პაძელნიკი დასტურის ნიშნად თავს აქნევს.

რა თქმა უნდა მინდა ვიყო ჟიგოლო არაფერს არ უყვებოდა ახალ პაძელნიკს და სიტყვა “ძმა” ამ შემთხვევაში ძლიერი ირონიითა ნახმარი. სიტყვა “ძმა” და ქართულ საზოგადოებების სხვა წარმომადგენლებში გამჯდარი ანალოგიური სიტყვები სულ სხვა მნიშვნელობით იხმარება”ალტერნატივშიკებში,” როგორც წესი მას “ქართული ტრადიციული მამა პაპური საზოგადოების” დასამცირებლად გამოიყენებენ.

ამ თემაზე ძალიან ბევრის წერა და ლაპარაკი შეიძლება, მაგრამ სჯობია გავჩერდე და ეს წერილი ერთი ამბით დავამთავრო. რამდენიმე თვის წინ და მე და ჩემი მეგობარი (რომელიც დიდი ხანია საზღვარგარეთ ცხოვრობს), სწორედ რომ ასეთ საზოგადოებაზე ვლაპარაკობდით, ბოლოს ძალიან კარგად მითხრა: “ამათ ჰგონიათ რომ თბილისის ტუსოვკის გარეთ არაფერი ხდება.” – გამეცინა დადავეთანხმე, ახლა კი ერთი ანეკდოტი (იმედია ანათემას არ გადამცემენ) გამახსენდა:

“კათოლიკე სამოთხეში ხვდება, ანგელოზი იქეთ აქეთ დაატარებს და თან უხსნის სად რა ხდება. -აქ რახდება? – ეკითხება კათოლიკე. – აქ მუსულმანები ლოცულობენ. – პასუხობს ანგელოზი. -აქ?- ისევ კათოლიკე. – აქ, ბუდისტები არიან. ბოლოს ერთ დარაზულ და დალუქულ კარს მიადგებიან, კათოლიკეს გაუკვირდება და ისევ იკითხავს. ანგელოზი ამაზე ჩურჩულით ეტყვის – ჩუ, ჩუ, აქ მართმადიდებლები არიან და ჰგონიათ რომ მარტო არიან.”

წერილი პირველად დაიწერა და გამოქვეყნდა http://www.azrebi.ge – ზე, 14.10.10 – ს