Tag Archives: პოლიცია

24 მაისის აქცია – არა ძალადობას [ფოტო]

თბილისი. 24 მაისი. დაახლოებით 19.00 საათი. დედა ენის ბაღში შეკრებილები 17 მაის მომხდარ ინციდენტს აპროტესტებენ.
dedaena

17 მაისის მსგავსი ინციდენტის თავიდან ასაცილებლად ადგილზე პოლიცია ამჯერად მაქსიმალურად მობილიზირებულია. სამართალდამცავების რიცხვი რამოდენიმეჯერ აღემატება დემონსტრანტების რიცხვს.

police

აქციის მონაწილე
banner
couple

ნინო გიორგობიანი, “ზედაზენი” და ბევრი პოლიციელი
giorgobiani

გაკვირვებული ბაბუ როგორც ჩანს შემთხვევით ხვდება აქციაზე და ცდილობს გაერკვეს თუ სად აღმოჩნდა

babu

წარწერა მობილურზე: “სიყვარულით საქართველოდან”

mobileანაფორიანი ადამიანი დანახულ ფოტოობიექტივს იწონებს
mamao

Advertisements

როგორ “აღნიშნა” საქართველომ ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

 

 

 

ფოტომასალის გამოყენების შემთხვევაში ავტორის მითითება აუცილებელია


police
badeggsbadeggs2clash2 clashrunning2 runningpriest

 

 

როგორ აღნიშნეს მშრომელთა საერთაშორისო დღე თბილისში

მშრომელთა საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 80-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება და უქმე დღედ არის აღიარებული. პირველი მაისის აღნიშვნის ტრადიცია 1886 წლის შემდეგ წამოვიდა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ჩიკაგოში მუშათა ჯგუფმა რვა საათიანი სამუშაო დღე მოითხოვა. 1886 წლის 1 მაისი ტრაგიკულად დასრულდა, დემონსტრანტების და პოლიციის დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა. ტრაგედიის შემდგომ 1 მაისი ტრაგიკულ მოვლენებისას გარდაცვლილი ადამიანების გასახსენებელ დღედ იქცა, თუმცა მოგვიანებით ზოგადად სოლიდარობის და მუშათა უფლებების დამცველ დღედ გარდაიქმნა.

საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ 1 მაისი ოფიციალურად არ აღინიშნება.

დღეს თბილისში სტუდენტების ინიციატივით პირველი მაისისადმი მიძღვნილი მანიფესტაცია – მსვლელობა გაიმართა. აქცია სამ საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში დაიწყო და მარჯანიშვილის ქუჩის მიმართულებით მსვლელობის სახით გაგრძელდა. თავდაპირველად აქცია დაუბრკოლებლად მიმდინარეობდა, თუმცა მარჯანიშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირზე გადასვლისას საქმეში პოლიცია ჩაერია. აქცია დაშლით და რამდენიმე აქტივისტის დაკავებით დასრულდა.

დანარჩენი ფოტოებში.
UniversityUniversitygeneral bannerVarazi marjanishviliworkers screamrevolutioner walkingbikermcdonaldschochkol3 chochkol2 chochkolpolice Injury

ფროდოს ძიებაში, ანუ 26 მაისის ბოროტებანი

ძალაუფლება აფუჭებს, აბსოლუტური ძალაუფლება აფუჭებს აბსოლუტურად

– ლორდ აქტონი –

ფოტო: Reuters

ჯონ ტოლკიენმა “ბეჭდების მბრძანებელზე” მუშაობა 1937 წელს დაიწყო და 1949 – ში დაასრულა. თითქოს ბავშვებისთვის განკუთვნილი ნაწარმოები ამავდროულად ზუსტად გადმოსცემს პოლიტიკურ ისტორიას.

“ბეჭდების მბრძანებელი” გარკვეულწილად ზღაპარია ინდივიდზე რომელიც მიუხედავად გამორჩეულობისა და კეთილშობილობისა ხშირ შემთხვევაში განსაცდელში ვარდება და გაბოროტების, ძალაუფლების ცდუნებას ებრძვის.

ამიტომაც რა გასაკვირია რომ ფროდოზე ნაკლებად კეთილი ადამიანები ხშირად ძალაუფლების ცდუნებას ვერ უმკლავდებიან და ბეჭედს ხალხის წინააღმდეგ იყენებენ.

“ქართველმა ბეჭდების მბრძანებელმაც” 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს განსაცდელს ვერ გაუძლო და აქციაზე შეკრებილ მომიტინგეების “ორკებისგან” შემდგარი რაზმი მიუსია.

სპეც. რაზმში და ზოგადად პოლიციაში ადამიანები მსახურობენ, ბევრი მათგანი ღირსეული ადამიანია, ზოგი ნაკლებად, მაგრამ მათი ინდივიდუალიზმი ასეთ შემთხვევებში იკარგება და ყოველი მათგანი ხდება ერთი პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ჭანჭიკი ბოროტების მანქანის წიაღში. მოდით მას პირობითად ორკმობილი დავარქვათ.

ორკმობილმა დანაშაული 26 მაისს, ქართველებისთვის ერთ-ერთ საამაყო დღეს ჩაიდინა, სასტიკად დასაჯა (დასაჯა და არ დაშალა) ხშირ შემთხვევაში უვნებელი მომიტინგეები . მომიტინგეებს კარიდორი არ დაუტოვეს, სდიეს ბოლომდე, კინოთეატრ რუსთაველშიც კი შეიჭრნენ და ზოგიერთი მანამ ცემა სანამ სიკვდილს არ გამოასალმა.

სიკეთე და ბოროტება ფილოსოფიის განჯის საგანია და ამ ორ მცნებაზე გაუთავებლად შეიძლება დავა და კამათი, მაგრამ ამავე დროს არსებობს აბსოლუტური სიკეთე და აბსოლუტური ბოროტება, 26 მაისის შემთხვევაში საქმე აშკარად აბსოლუტურ ბოროტებასთან გვქონდა, ანუ ძალადობასთან  და დამცირებასთან საკუთარი მოქალაქეების მიმართ.

ორკმობილის ქმედებამ ბუნებრივია ბევრში აგრესია და სპეც. რაზმის და ხელისუფლების მიმართ მიერ უნდობლობა გამოიწვია. არა ბუნებრივია ის რომ ზოგიერთმა ორკმობილის ქმედება ლეგიტიმურად მონათლა და “მეტის ღირსები იყვნენ” ათქმევინა.

აქვე აღსანიშნავია რომ ბევრის მხრიდან მსგავსი რეაქცია ჯერ კიდევ აქციის დაშლამდე გამოიკვეთებოდა. ლოგიკურია მავანმა იფიქრო რომ ორკმობილი ემორჩილება ბრძანებას, შესაბამისად ბრძანების გარეშე დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება არ ძალუძს, უმეტეს შემთხვევაში მაინც.

აქედან გამომდინარე შეიძლება იმის ვარაუდი რომ ძალის გადამატება არა უშუალოდ სპეც. რაზმელების მხრიდან წამოსული ინიციატივა, არამედ ბრძანების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება იყო. ბრძანებამ კი მბრძანებლებისთვის ლეგიტიმური მას შემდეგ გახდა რაც საზოგადოების გარკვეული ნაწილიდან წამოსული მოწოდება “დაშალეთ, მაგათი…” გახდა.

შესაბამისად ზოგიერთის მოთხოვნა დასაჯონ მხოლოდ სპეც. რაზმელები ცოტათი არარელევანტურია.

სპეც. რაზმელების მომხრეებმა აქვე განვითარებული დასავლეთის ქვეყნებში ანალოგიურ მოვლენებზე აპელირება დაიწყეს, თითქოს ქართველი სპეც. რაზმელების ქმედება არა დანაშაული, არამედ ევროპული პროგრესის მომტანი ყოფილიყო. “აი ნახეთ, ესპანეთშიც იგივე ხდება,” გვეუბნებიან ისინი, მაგრამ აქვე ავიწყდებათ იმავე მოვლენებზე ხალხის რეაქციის და კომენტარების წაკითხვა, რომლებიც ერთსულოვნად გმობენ ჩადენილ დანაშაულს.

რა უნდა მოიქმედოს საზოგადოებამ, მოსახლეობამ რომელიც ხელისუფლების მხრიდან ასეთი ქმედების შემდეგ და უფერული ოპოზიციის მხრიდან პრაქტიკულად ცუგცგვანშია მოქცეული?

დაიწყოს მოქმედება. მოქმედება დაიწყო, დაიწყო 28 მაისს როდესაც რუსთაველის გამზირზე ათასობით უკმაყოფილო მოქალაქე შეიკრიბა და არცერთ პოლიტიკურ ლიდერს არ მისცა მიკროფონთან მისვლის საშუალება. ასეთი საქციელი მისასალმებელი და იმედის მომცემია, იმ იმედის რომ საქართველოში ადრე თუ გვიან შეიძლება ჩამოყალიბდეს სამოქალაქო საზოგადოება. სამოქალაქო საზოგადოება რომელიც პასუხისმგებლობის გრძნობით იქნება დაჯილდოვებული და პასუხს მოსთხოვს ყველას, განსაკუთრებით კი საკუთარ თავს იმის მიუხედავად თუ რომელ სოციალური ფენას განეკუთვნება და მიხვდება რომ მომგებიანი პოზიცია, პრივილიგირებული ადგილი საზოგადოებაში არ არის იმის გარანტი რომ უსამართლობა მას ან მის შვილებს ხვალ ირიბად მაინც არ შეეხება.

ხალხმა უნდა გაითავისოს რომ ეს ქვეყანა მისია, მისი შვილების, მეგობრების, ახლობლების, მიხვდეს რომ პირობითად “ბეჭედი” მის ბედს წყვეტს და არ წამოადგენს უბრალო სათამაშოს ზოგიერთი პოლიტიკოსის ხელში.

საქართველოში აქციებს კვლავ არბევენო

როგორც მოსალოდნელი იყო უცხოური პრესა საქართველოში გასულ კვირას განვითარებული მოვლენების ადეკვატური დარჩა და დიდი ყურადღება კვირის დასაწყისში პოლიციის მიერ ვეტერანთა შიმშილობის აქციის დაშლას დაუთმო.

კავკასიურ საკითხებზე სპეციალიზირებული გამოცემა “Caucasian Knot” 3 იანვარს აქციის დაშლის შესახებ ახალ ამბებს ავრცელებს, გამოცემას ზურაბ აბაშიძის ციტატა მოჰყავს, რომელიც აქციის დაშლაში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს.

თემის ანალიზს სამოქალაქო ჟურნალისტიკური ინტერნეტ გამოცემა “Global
Voices” ცდილობს. სტატია დიდ ყურადღებას უთმობს თემის გაშუქების პრობლემას და ფეისბუქის როლზე მიუთითებს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა ამოეცნოთ ოთარ გვენეტაძე, რომელმაც აქციის დაშლის დროს აქციაში მონაწილე ეკა მათიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამოცემის თანახმად ეს შესაძლებელი ფეისბუქ აქტივობის შედეგად გახდა, რამაც გამოწვია გვენეტაძის გათავისუფლება სამსახურიდან.

აზერბაიჯანული პრესისთვის ყველაზე საინტერესო ბათუმის სანავთობო ტერმინალის მიერ ახალი ლაბორატორიის  წარმოდგენა აღმოჩდა. აზერბაიჯანული სააგენტო day.az დადებითად აღწერს ბათუმის ტერმინალის საქმიანობას და ლაბორატორიის მუშაობას საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოვებულად თვლის.

სომხური პრესისთვის (Pan Armenian) ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი თბილისში არსებული სომხურ ეკლესიაში აღმოჩნდა 7 იანვარს, რომლის დროსაც მან  შობა სომხური ეკლესიის წარმომადგენლებს მოულოცა და განაცხადა რომ სომხეთს და საქართველო ერთმანეთთან მეგობრობა, მხარდაჭერა და გეოპოლიტიკური მდგომარეობა აკავშირებს.