Tag Archives: სურათი

ოცდაცხრამეტი სურათი ნავთლუღის ბაზრობიდან

კომენტარის გარეშე გთავაზობთ ნავთლუღის ბაზრობაზე გადაღებულ ფოტომასალას.

Advertisements

გლაზგოს სახეები, ერთი დღე ქუჩაში

ალბათ ყველას გქონიათ ასეთი შემთხვევა, მიდიხართ ან სულაც დგახართ ქუჩაში, სრულიად უცნობ ადამიანს, გამვლელს ამოარჩევთ და რამდენიმე წამის განმავლობაში აკვირდებით. ხდება ხოლმე ასე, თუმცა უფრო ხშირ შემთხვევაში ადამიანებს არ ვამჩნევთ ხოლმე, ყოველდღიურობაში იმდენად ვართ შეჩვეული ხალხის იქეთ-აქეთ სიარულს რომ არც კი აღვიქვამთ რომ მათ ჩვენნაირად ყოველწარმიერი ცხოვრება გააჩნიათ, ისტორია, მოსაყოლი ამბავი და ა.შ.

დღესაც, ერთ რიგით დღეს, სპონტანურად გადავწყვიტე ქუჩაში გავსულიყავი და ჩვეულებრივ ფოტოები გადამეღო ქუჩაში მყოფ ადამიანებისთვის.

შედეგად გთავაზობთ ფოტოაპარატის ობიექტივში შემთხვევით მოხვედრილებს…

ფოტორეპორტაჟი ოქსფორდიდან

ოქსფორდში წასვლა ამ ადგილის მომხიბვლელი არქიტექტურის გამო არ გადამიწყვეტია. არც ცნობილი უნივერსიტეტის ისტორიას იყო ვიზიტის მიზეზი. უბრალოდ მონატრებული ძმის ნახვა მსურდა.

თუმცა, ჩემს მეგობარ ბლანკას ეს რომ ვაცნე მასაც იგივე სურვილი გაუჩნდა, ოქსფორდის ნახვის სურვილი და არა ჩემი ძმის, რა თქმა უნდა.

გამგზავრებამდე რამდენიმე ხნით ადრე ბლანკამ მომწერა, “გეგმა გვაქვს?” გაკვირვებულმა ვიკითხე, “რა გეგმა?”

– აი ადგილების რომლებიც უნდა დავათვარიელოთ.

რა თქმა უნდა არანაირი გეგმა არ მქონია, მეტიც, არც კი მიფიქრია. ბლანკას დიპლომატიურად ვამცნე რომ ჩემი ძმა ადგილზე გაგკვარვევს და საინტერესო ადგილებსაც გვანახებს.

ბლანკასთვის ეს არგუმენტი საკმარისი არ აღმოჩნდა და შემართებულმა მამცნობა რომ მომავალ დღეს გიდს იყიდდა.

ჩასულებს, ჩემი ძმა დაგვხდა და მშვენიერი გიდობაც გასწია. მშვენიერ გიდობაში მოსაწყენ ლექციებს შენობების თუ ქალაქის ისტორიაზე არ ვგულისხმობ. დაინტერესებულებს ამის გაკეთება ათასობით კილომეტრით მოშორებულებსაც შეუძლიათ, არც ოქსფორდშია ჩასვლა აუცილებელი.

კარგ გიდობაში ამ შემთხვევაში იმას ვგულისხმობ, რომ ჩემმა ძმამ თავისუფლება მოგვცა და ბლანკას დაჟინებული გეგმიური სვლის მაგივრად, თავისუფალი სეირნობა და საინტერესო ადგილების აღმოჩენისას ოდნავ გაჩერება და დათვარიელება შემოგვთავაზა, საღამოს კი ბრიტანულ პაბებსა თუ კლუბებში განტვირთვა.

მოკლედ, გთავაზობთ ფოტო მასალას.

ოქსფორდში მოსახვედრად ლონდონში სხვა ავტობუსზე უნდა გადავმსხდარიყავით, ვიზიტი ლონდონში იმდენად მოკლე და "სწრაფი" გამოდგა რომ გარკვეულწილად მისი დახასიათება ამ სურათითაც შეიძლება

 

სურათს რომ ვიღებდი გაკვირვებულმა ჩემმა ძმამ იკითხა: "რას იღებ? აქ არაფერი განსაკუთრებულია." ეს ადგილი მის საცხოვრებელთან ახლოს იმყოფება, შეიძლება ოქსფორდისთვის დამახასიათებელ, ჩვეულებრივ ქუჩას წარმოადგენდეს, მაგრამ მე საკმაოდ სიმპატიურად მომეჩვენა.

ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩის კუთხეში...

 

მე და ჩემი ძმა

კედელზე გამოსახული გრაფიტი. ფრაგმენტი.

 

ასეთი ტიპის სასაფლაოები ოქსფორდში ბევრი შეგხვდებათ. უმეტესობა 2 საუკუნეზე ძველია და ბევრი გამოჩენილი ადამიანისთვის უკანასკნელ სავანეს წარმოადგენს.

 

ცოტა არ იყოს და ირონიულია...

კვლავ გრაფიტი

ჩვენ...

გასეირნება გსურთ? კი ბატონო. 1 საათი - 25 ფუნტი (თუ სწორად მახსოვს).

 

მთლად ამსტერდამი არაა, მაგრამ საკმაოდ მრავლადაა...

 

რა თქმა უნდა ნარცისი იქნები, როდესაც ასე საყვარლად გამოიყურები... ოქსფორდის ბოტანიკური ბაღი

 

წიგნების მაღაზია სადაც აბსოლიტურად ყველა წიგნი 2 ფუნტი ღირდა, გაკვირვებული რამდენჯერმე ვეკითხებოდი გამყიდველს ფასს

Dislike TBC smart club and Bank of Georgia

“ტვინი შეჭამეს.” – ზოგიერთი ქართული ფრაზა მაინც რა ზუსტად ასახავს რიგ მოვლენებს.

ხოდა, ამათმაც ტვინი შეჭამეს რა. რამდენიმე დღის წინ ფეისბუქის ქართული სივრცე ისტერიის სავანედ იქცა. დღეში ათობით წერილი ან ჩეთ მესიჯი მხვდებოდა, თხოვნით “დამელაიქებინა” ფოტოგრაფების თუ მხატვრების ფოტოები.

ერთი ფანჯარა დავხურე, მეორე დავხურე, მესამე დავხურე! მეოთხე, დავახურე! დავახურე, არა მომხმარებელს, არამედ ამ ბანკებს რომლებიც ასეთ არაადამიანურ კამპანიებს აწარმოებენ.

ძალიან საინტერესო იყო, რომ 10-დან 8 ისეთი ადამიანი მთხოვდა მის ნამუშევრის “დალაიქებას” რომელსაც ერთი წლის განმავლობაში ერთი მოკითხვაც კი არ შემოუთვლია, ამასთან ერთად იყვნენ ჩემთვის ახლო ადამიანები, ამიტომაც აქვე მათთან ბოდიშის მოხდა მსურს, იმის გამო რომ თხოვნა არ შევუსრულე, მაგრამ ასეთ ვითარებაში პრინციპულად უმოქმედობა ავირჩიე.

საქმე ისაა, რომ ეს ბანკები კონკურსანტებს კაბალურ პირობებში აყენებენ და მათ ხარჯზე უზარმაზარ რეკლამას აკეთებენ. მათი ნამუშევრების გამოქვეყნებას სთავაზობენ, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ათავსებენ და კონკურსანტებს შორის გამარჯვებულს “ლაიქების” რაოდენობით არჩევენ. ნათქვამია, “იმედი ბოლოს კვდებაო” და ეს კონკურსანტებიც გაარფთრებულნი ერთვებიან პირველობისთვის ბრძოლაში. მართლაც რომ “ნეტარნი არიან მორწმუნი,” აიპოდს ხომ სიტყვაზე ასიდან (ან ორასიდან) მხოლოდ ერთი, კარგ შემთხვევაში კი თითზე ჩამოსათვლელი კონკურსანტი მიიღებს.

ამ დროს რას ღებულობს ბანკი? ათასობით ადამიანის თავში ათასჯერ გაჟღერებული აზრი: “თიბისი, ო თიბისი, მოდი დამიპყარი.”

საკუთარი ცოდვაც უნდა ვაღიარო, ერთხელ მსგავს კონკურში მივიღე მონაწილეობა, ბლოგერებს შორის ეწყობოდა. მეც, მეამიტურად მივამატე ჩემი ერთი პოსტი, თუმცა არც თავი შემიწუხებია დიდად და არც სხვები, სულ ათამდე, ახლო ადამიანს ვთხოვე “დალაიქება.” შედეგმა არ დააყოვნა, ბოლო პოზიციებში მოჩანჩალე აღმოვჩნდი.

თუმცა, არ ვნანობ. რაღაც არა მგონია მაინცდამაინც დონის (საკუთარ თავს არ ვგულისხმობ) მიხედვით ფასდებოდეს გამარჯვებული ასეთი ტიპის კონკურსებში.

მოგეხსენებათ, ადამიანის ტვინი საცავივითაა, მანდ თითქოს გამუდმებით ფუსფუსებენ დამლაგებლები და მეხსიერებაში მხოლოდ საჭირო რამეებს ტოვებენ, ნაკლებად საჭიროს კი ტვინის “სხვენში” ტოვებენ, ასევე მოგეხსენებათ რომ ძალიან ბევრი ნაგავი თუ დაგროვდა ყველაზე გამოცდილ დამლაგებელსაც კი გაუჭირდება მისი დროზე მოშორება.

ამიტომაც, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ მსგავსი აქციები არის ნაგავი!

ბანკებს ერთი მომაჯოდავებელი თვისება აქვთ, თანამშრომლები ისე გიღიმიან თითქოს შენი ტრუსიკის მეგობრები იყვნენ, ფლაიერებში კი ისე აღწერენ რაღაცეებს, გეგონება სამყარო შენი იყოსო, მაგრამ რეალობაში ანგარიშის გახსნაზე ან სესხზე ერთი ფაღათინა ქაღალდის უქონლობის გამო უმოწყალოდ უარს გეუბნებიან.

ბანკი კერძო პირია, მას უარის თქმის უფლება აქვს ასეთ ქმედებაზე, ამავდროულად მეც კერძო პირი ვარ და შემიძლია ბანკს ხანდახან ასეოდენ საჭირო ღილაკი “Dislike” ვაჩუქო და თან ვუთხრა, “განვედ ჩემგან.”