Tag Archives: ქუჩა

ერთი “უიქენდის” ღამე გლაზგოში

პარასკევ-შაბათს, ანუ დასავლეთში უიქენდს რომ ეძახიან, გლაზგოს ქუჩები ტრანსფორმაციას განიცდიან.

თუ კვირის დღეებში აქ დაკავებულ, სიტყვაზე სამსახურში ჩქარი ნაბიჯით მოსიარულე ხალხს შეხვდებით, უქმე საღამოს, სულ სხვა სიტუაციაა.

ყოველი ასეთი საღამო ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ ამავდროულად თავისებურად უნიკალურია.

ერთ ასეთ ღამეს გარეთ გასულმა ფოტოაპარატი მოვიმარჯვე და აშკარად თუ შეპარვით ხალხს სურათების გადაღება დავუწყე.

Advertisements

გლაზგოს სახეები, ერთი დღე ქუჩაში

ალბათ ყველას გქონიათ ასეთი შემთხვევა, მიდიხართ ან სულაც დგახართ ქუჩაში, სრულიად უცნობ ადამიანს, გამვლელს ამოარჩევთ და რამდენიმე წამის განმავლობაში აკვირდებით. ხდება ხოლმე ასე, თუმცა უფრო ხშირ შემთხვევაში ადამიანებს არ ვამჩნევთ ხოლმე, ყოველდღიურობაში იმდენად ვართ შეჩვეული ხალხის იქეთ-აქეთ სიარულს რომ არც კი აღვიქვამთ რომ მათ ჩვენნაირად ყოველწარმიერი ცხოვრება გააჩნიათ, ისტორია, მოსაყოლი ამბავი და ა.შ.

დღესაც, ერთ რიგით დღეს, სპონტანურად გადავწყვიტე ქუჩაში გავსულიყავი და ჩვეულებრივ ფოტოები გადამეღო ქუჩაში მყოფ ადამიანებისთვის.

შედეგად გთავაზობთ ფოტოაპარატის ობიექტივში შემთხვევით მოხვედრილებს…

როგორ ელოდებოდნენ ბრედ პიტს “ფილადელფიის” ქუჩებში

2012 წელს გამოსასვლელ ფილმ “World War Z” ყურებისას უმეტესობა სავარაუდოდ დაიჯერებს რომ ფილმი რომელიც ზომბებზე მოგვითხრობს მართლაც ფილადელფიაში იყო გადაღებული,  გლაზგოს ცენტრალური წმინდა გიორგის მოედანი იმდენად შეცვლილი,ა რომ აქ ყოფნისას მართლაც გექმნებათ შთაბეჭდილება რომ არა შოტლანდიაში არამედ აშ.შ.-ში იმყოფებით.

გუშინ ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლისთან და 6 შვილთან ერთად გლაზგოს ეწვია. ლონდონიდან ოჯახმა მატარებლით ჩამოსვლა გადაწყვიტა, თუმცა პაპარაცების და ფანების ფოტოაპარატებით თუ მობილური ტელეფონებით შეშინებულებმა მთლიანი მატარებლის დაქირავება გადაწყვიტეს.

გუშინვე დასრულდა კასტინგი “მასოვკისთვის,” შეირჩა 1 000 მკვიდრი მოსახლე რომელიც ფილმში ზომბის განასახიარებს.

გადაღებები უკვე დღეს იწყება, ბრედ პიტსაც გადასაღებ მოედანზე ელიან, დილიდან აქ ასობით ფანი, ჟურნალისტი თუ სხვა დაინტერესებული პირია შეკრებილი.

გადაღებები 2-დან 4 კვირამდე გასტანს.

გთავაზობთ ფოტო მასალას

ფოტორეპორტაჟი ოქსფორდიდან (ნაწილი II)

ოქსფორდში ხუთშაბათს, საღამოს ჩავედი, უკან წასვლა კი კვირას დილით მიწევდა. მიუხედავად ასეთი ხანმოკლე ვიზიტისა ორიოდე დღეში ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ამ პატარა ქალაქს ვიცნობ. ძალიან პატარაა და კოხტა, ამის მიუხედავად აქ ადგილების დათვარიელება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება.

 

დაღლილობის მიუხედავად, ჩამოსვლისთანავე ადგილობრივ პაბს მივაშურეთ, პაბი მართლაც რომ ყველგან პაბია, იქნება ეს ოქსფორდი, გლაზგო, ლონდონი თუ რომელიმე სხვა ქალაქი. პაბი ბრიტანელებისთვის პრაქტიკულად წმინდაა, ამიტომაც არ არის გასაკვირი რომ ბევრი ყოფილი ეკლესია ბრიტანეთში პაბად კეთდება.

იდეალური გარემო სასეირნოდ, დასაჯდომად ან უბრალოდ საცხოვრებლად.

ქუჩის მუსიკოსები ოქსფორდში ისევე როგორც სხვა ბრიტანულ ქალაქებში ორგინალური გამოსვლებით უნდა გამოირჩეოდნენ, წინააღდეგ შემთხვევაში მათი დაჟინებული მოთხოვნა "შეწირულობაზე" უშედეგო იქნება.

ხარობს, აბა არ ხარობს?

გზაზე "დაგებული" ხიდი

"საილენთ ჰილი" ოქსფორდულად

ფოტორეპორტაჟი ოქსფორდიდან

ოქსფორდში წასვლა ამ ადგილის მომხიბვლელი არქიტექტურის გამო არ გადამიწყვეტია. არც ცნობილი უნივერსიტეტის ისტორიას იყო ვიზიტის მიზეზი. უბრალოდ მონატრებული ძმის ნახვა მსურდა.

თუმცა, ჩემს მეგობარ ბლანკას ეს რომ ვაცნე მასაც იგივე სურვილი გაუჩნდა, ოქსფორდის ნახვის სურვილი და არა ჩემი ძმის, რა თქმა უნდა.

გამგზავრებამდე რამდენიმე ხნით ადრე ბლანკამ მომწერა, “გეგმა გვაქვს?” გაკვირვებულმა ვიკითხე, “რა გეგმა?”

– აი ადგილების რომლებიც უნდა დავათვარიელოთ.

რა თქმა უნდა არანაირი გეგმა არ მქონია, მეტიც, არც კი მიფიქრია. ბლანკას დიპლომატიურად ვამცნე რომ ჩემი ძმა ადგილზე გაგკვარვევს და საინტერესო ადგილებსაც გვანახებს.

ბლანკასთვის ეს არგუმენტი საკმარისი არ აღმოჩნდა და შემართებულმა მამცნობა რომ მომავალ დღეს გიდს იყიდდა.

ჩასულებს, ჩემი ძმა დაგვხდა და მშვენიერი გიდობაც გასწია. მშვენიერ გიდობაში მოსაწყენ ლექციებს შენობების თუ ქალაქის ისტორიაზე არ ვგულისხმობ. დაინტერესებულებს ამის გაკეთება ათასობით კილომეტრით მოშორებულებსაც შეუძლიათ, არც ოქსფორდშია ჩასვლა აუცილებელი.

კარგ გიდობაში ამ შემთხვევაში იმას ვგულისხმობ, რომ ჩემმა ძმამ თავისუფლება მოგვცა და ბლანკას დაჟინებული გეგმიური სვლის მაგივრად, თავისუფალი სეირნობა და საინტერესო ადგილების აღმოჩენისას ოდნავ გაჩერება და დათვარიელება შემოგვთავაზა, საღამოს კი ბრიტანულ პაბებსა თუ კლუბებში განტვირთვა.

მოკლედ, გთავაზობთ ფოტო მასალას.

ოქსფორდში მოსახვედრად ლონდონში სხვა ავტობუსზე უნდა გადავმსხდარიყავით, ვიზიტი ლონდონში იმდენად მოკლე და "სწრაფი" გამოდგა რომ გარკვეულწილად მისი დახასიათება ამ სურათითაც შეიძლება

 

სურათს რომ ვიღებდი გაკვირვებულმა ჩემმა ძმამ იკითხა: "რას იღებ? აქ არაფერი განსაკუთრებულია." ეს ადგილი მის საცხოვრებელთან ახლოს იმყოფება, შეიძლება ოქსფორდისთვის დამახასიათებელ, ჩვეულებრივ ქუჩას წარმოადგენდეს, მაგრამ მე საკმაოდ სიმპატიურად მომეჩვენა.

ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩის კუთხეში...

 

მე და ჩემი ძმა

კედელზე გამოსახული გრაფიტი. ფრაგმენტი.

 

ასეთი ტიპის სასაფლაოები ოქსფორდში ბევრი შეგხვდებათ. უმეტესობა 2 საუკუნეზე ძველია და ბევრი გამოჩენილი ადამიანისთვის უკანასკნელ სავანეს წარმოადგენს.

 

ცოტა არ იყოს და ირონიულია...

კვლავ გრაფიტი

ჩვენ...

გასეირნება გსურთ? კი ბატონო. 1 საათი - 25 ფუნტი (თუ სწორად მახსოვს).

 

მთლად ამსტერდამი არაა, მაგრამ საკმაოდ მრავლადაა...

 

რა თქმა უნდა ნარცისი იქნები, როდესაც ასე საყვარლად გამოიყურები... ოქსფორდის ბოტანიკური ბაღი

 

წიგნების მაღაზია სადაც აბსოლიტურად ყველა წიგნი 2 ფუნტი ღირდა, გაკვირვებული რამდენჯერმე ვეკითხებოდი გამყიდველს ფასს

დილა გლაზგოში

დღეს სახლიდან უნივერსიტეტში მიმავალმა გადავწყვითე თან სურათები გადამეღო. ტიპიური გლაზგოური დილა გამოდგა, მოღრუბლული და ცივი. მოკლედ გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს.

 

ჩემს სახლთან

 

 

მეტროსკენ მიმავალი გზა

 

 

აიბროქსის სიამაყე და ყველაზე დიდი ღირშესანიშნაობა - რეინჯერსის სტადიონი

 

 

ბუქანანის სადგური

 

 

ბუქანანის ქუჩა, ეს ქუჩა ძალიან მიყვარს, აქ ჩემი საყვარელი წიგნების მაღაზია მდებარეობდა, რომელიც სამწუხაროდ სხვაგან გადაიტანეს

 

 

სოკიჰოლის ქუჩა, გლაზგოს ცენტრი, ხალხი ამ ქუჩაზე სამუშაო და უქმ დღეებზე ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება

 

 

ორ თვეზე ნაკლებია რაც ამ უნივერსიტეტში ვსწავლობ, მაგრამ უკვე ძალიან შევეჩვიე