Tag Archives: ხალხი

ოცდაცხრამეტი სურათი ნავთლუღის ბაზრობიდან

კომენტარის გარეშე გთავაზობთ ნავთლუღის ბაზრობაზე გადაღებულ ფოტომასალას.

ფროდოს ძიებაში, ანუ 26 მაისის ბოროტებანი

ძალაუფლება აფუჭებს, აბსოლუტური ძალაუფლება აფუჭებს აბსოლუტურად

– ლორდ აქტონი –

ფოტო: Reuters

ჯონ ტოლკიენმა “ბეჭდების მბრძანებელზე” მუშაობა 1937 წელს დაიწყო და 1949 – ში დაასრულა. თითქოს ბავშვებისთვის განკუთვნილი ნაწარმოები ამავდროულად ზუსტად გადმოსცემს პოლიტიკურ ისტორიას.

“ბეჭდების მბრძანებელი” გარკვეულწილად ზღაპარია ინდივიდზე რომელიც მიუხედავად გამორჩეულობისა და კეთილშობილობისა ხშირ შემთხვევაში განსაცდელში ვარდება და გაბოროტების, ძალაუფლების ცდუნებას ებრძვის.

ამიტომაც რა გასაკვირია რომ ფროდოზე ნაკლებად კეთილი ადამიანები ხშირად ძალაუფლების ცდუნებას ვერ უმკლავდებიან და ბეჭედს ხალხის წინააღმდეგ იყენებენ.

“ქართველმა ბეჭდების მბრძანებელმაც” 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს განსაცდელს ვერ გაუძლო და აქციაზე შეკრებილ მომიტინგეების “ორკებისგან” შემდგარი რაზმი მიუსია.

სპეც. რაზმში და ზოგადად პოლიციაში ადამიანები მსახურობენ, ბევრი მათგანი ღირსეული ადამიანია, ზოგი ნაკლებად, მაგრამ მათი ინდივიდუალიზმი ასეთ შემთხვევებში იკარგება და ყოველი მათგანი ხდება ერთი პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ჭანჭიკი ბოროტების მანქანის წიაღში. მოდით მას პირობითად ორკმობილი დავარქვათ.

ორკმობილმა დანაშაული 26 მაისს, ქართველებისთვის ერთ-ერთ საამაყო დღეს ჩაიდინა, სასტიკად დასაჯა (დასაჯა და არ დაშალა) ხშირ შემთხვევაში უვნებელი მომიტინგეები . მომიტინგეებს კარიდორი არ დაუტოვეს, სდიეს ბოლომდე, კინოთეატრ რუსთაველშიც კი შეიჭრნენ და ზოგიერთი მანამ ცემა სანამ სიკვდილს არ გამოასალმა.

სიკეთე და ბოროტება ფილოსოფიის განჯის საგანია და ამ ორ მცნებაზე გაუთავებლად შეიძლება დავა და კამათი, მაგრამ ამავე დროს არსებობს აბსოლუტური სიკეთე და აბსოლუტური ბოროტება, 26 მაისის შემთხვევაში საქმე აშკარად აბსოლუტურ ბოროტებასთან გვქონდა, ანუ ძალადობასთან  და დამცირებასთან საკუთარი მოქალაქეების მიმართ.

ორკმობილის ქმედებამ ბუნებრივია ბევრში აგრესია და სპეც. რაზმის და ხელისუფლების მიმართ მიერ უნდობლობა გამოიწვია. არა ბუნებრივია ის რომ ზოგიერთმა ორკმობილის ქმედება ლეგიტიმურად მონათლა და “მეტის ღირსები იყვნენ” ათქმევინა.

აქვე აღსანიშნავია რომ ბევრის მხრიდან მსგავსი რეაქცია ჯერ კიდევ აქციის დაშლამდე გამოიკვეთებოდა. ლოგიკურია მავანმა იფიქრო რომ ორკმობილი ემორჩილება ბრძანებას, შესაბამისად ბრძანების გარეშე დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება არ ძალუძს, უმეტეს შემთხვევაში მაინც.

აქედან გამომდინარე შეიძლება იმის ვარაუდი რომ ძალის გადამატება არა უშუალოდ სპეც. რაზმელების მხრიდან წამოსული ინიციატივა, არამედ ბრძანების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება იყო. ბრძანებამ კი მბრძანებლებისთვის ლეგიტიმური მას შემდეგ გახდა რაც საზოგადოების გარკვეული ნაწილიდან წამოსული მოწოდება “დაშალეთ, მაგათი…” გახდა.

შესაბამისად ზოგიერთის მოთხოვნა დასაჯონ მხოლოდ სპეც. რაზმელები ცოტათი არარელევანტურია.

სპეც. რაზმელების მომხრეებმა აქვე განვითარებული დასავლეთის ქვეყნებში ანალოგიურ მოვლენებზე აპელირება დაიწყეს, თითქოს ქართველი სპეც. რაზმელების ქმედება არა დანაშაული, არამედ ევროპული პროგრესის მომტანი ყოფილიყო. “აი ნახეთ, ესპანეთშიც იგივე ხდება,” გვეუბნებიან ისინი, მაგრამ აქვე ავიწყდებათ იმავე მოვლენებზე ხალხის რეაქციის და კომენტარების წაკითხვა, რომლებიც ერთსულოვნად გმობენ ჩადენილ დანაშაულს.

რა უნდა მოიქმედოს საზოგადოებამ, მოსახლეობამ რომელიც ხელისუფლების მხრიდან ასეთი ქმედების შემდეგ და უფერული ოპოზიციის მხრიდან პრაქტიკულად ცუგცგვანშია მოქცეული?

დაიწყოს მოქმედება. მოქმედება დაიწყო, დაიწყო 28 მაისს როდესაც რუსთაველის გამზირზე ათასობით უკმაყოფილო მოქალაქე შეიკრიბა და არცერთ პოლიტიკურ ლიდერს არ მისცა მიკროფონთან მისვლის საშუალება. ასეთი საქციელი მისასალმებელი და იმედის მომცემია, იმ იმედის რომ საქართველოში ადრე თუ გვიან შეიძლება ჩამოყალიბდეს სამოქალაქო საზოგადოება. სამოქალაქო საზოგადოება რომელიც პასუხისმგებლობის გრძნობით იქნება დაჯილდოვებული და პასუხს მოსთხოვს ყველას, განსაკუთრებით კი საკუთარ თავს იმის მიუხედავად თუ რომელ სოციალური ფენას განეკუთვნება და მიხვდება რომ მომგებიანი პოზიცია, პრივილიგირებული ადგილი საზოგადოებაში არ არის იმის გარანტი რომ უსამართლობა მას ან მის შვილებს ხვალ ირიბად მაინც არ შეეხება.

ხალხმა უნდა გაითავისოს რომ ეს ქვეყანა მისია, მისი შვილების, მეგობრების, ახლობლების, მიხვდეს რომ პირობითად “ბეჭედი” მის ბედს წყვეტს და არ წამოადგენს უბრალო სათამაშოს ზოგიერთი პოლიტიკოსის ხელში.

ფოტორეპორტაჟი ოქსფორდიდან (ნაწილი II)

ოქსფორდში ხუთშაბათს, საღამოს ჩავედი, უკან წასვლა კი კვირას დილით მიწევდა. მიუხედავად ასეთი ხანმოკლე ვიზიტისა ორიოდე დღეში ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ამ პატარა ქალაქს ვიცნობ. ძალიან პატარაა და კოხტა, ამის მიუხედავად აქ ადგილების დათვარიელება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება.

 

დაღლილობის მიუხედავად, ჩამოსვლისთანავე ადგილობრივ პაბს მივაშურეთ, პაბი მართლაც რომ ყველგან პაბია, იქნება ეს ოქსფორდი, გლაზგო, ლონდონი თუ რომელიმე სხვა ქალაქი. პაბი ბრიტანელებისთვის პრაქტიკულად წმინდაა, ამიტომაც არ არის გასაკვირი რომ ბევრი ყოფილი ეკლესია ბრიტანეთში პაბად კეთდება.

იდეალური გარემო სასეირნოდ, დასაჯდომად ან უბრალოდ საცხოვრებლად.

ქუჩის მუსიკოსები ოქსფორდში ისევე როგორც სხვა ბრიტანულ ქალაქებში ორგინალური გამოსვლებით უნდა გამოირჩეოდნენ, წინააღდეგ შემთხვევაში მათი დაჟინებული მოთხოვნა "შეწირულობაზე" უშედეგო იქნება.

ხარობს, აბა არ ხარობს?

გზაზე "დაგებული" ხიდი

"საილენთ ჰილი" ოქსფორდულად

გლაზგო მუზეუმში

კვირა დღეს გლაზგოში სასიამოვნო სიურპრიზი მელოდა, ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო “Peoples” მუზეუმი აღმომაჩენინეს, სახელიდანაც ჩანს რომ მუზეუმი გლაზგოში მცხოვრები ხალხის და სოციუმის ისტორიას ეძღვნება. გთავაზობთ ფოტოსურათებს.

იყო დრო... ზუსტი წლის გამოცნობა თქვენთვის მომინდია...

 

ფუმფულა იქნებოდა, ფაშფაშა თუ გამხდარი, ყოველ პატიოსან შოტლანდიელს ასეთი "კუპალნიკი" უნდა სცმოდა ზღვაზე

კარგი სურათია, არა?

ჩემებური ინტერპრეტაცია... დავაპატიმროთ ტელევიზია?

ალკოჰოლი ჩანთაში, ნებისმიერი "პატიოსანი" შოტლანდიელი ქალბატონის ატრიბუტი

ასეთ ბარაკებს ომიანომის დროს დაბობმვისას ექცეოდნენ, ამას მაგალითად 6 ადამიანის დატევა შეეძლო

აბა, მეფე ხომ არ წავა საომრად?

ა, ქალი!

ძირს ფრანკო?

აი, ასე, შეინარჩუენთ ტუალეტის სისუფთავე, მეზობლები ვერ მოითმენენ

50 წლის წინ და თუნდაც უფრო გვიან ყველას არ შეეძლო რამდენიმე ოთახიან ბინაში ცხოვრება გლაზგოში, ბევრს ერთ ოთახში, სამზარეულოსთან გაერთიანებულ ოთახში უწევდა ოჯახური რომანტიკის შენარჩუნება.

შეეკამათეთ თუ გნებავთ, ნება თქვენია

Come on, socialist Glasgow!

დედაქალაქიც ამას ჰქვია