Tag Archives: ხელოვნება

რატომ ვირჩევ პოლიტიკას?

ჟურნალისტიკაში წასვლა რომ დავაპირე სულაც არ ვფიქრობდი პოლიტიკაზე, პოსტ მოდერნისტული იდეებით შეიარაღებული საკუთარ თავს აპოლიტიკურად და პოლიტიკის მიმართ ნიჰინილისტურად განწყობილ ადამიანად ვთვლიდი, ვიძახდი რომ არ მაინტერესებს ეს სფერო და მომავალში მხოლოდ კულტურა/გართობა/ხელოვნებაზე დავწერ ან გავაკეთებ თქო სიუჟეტებს.

ცოტა ხანი რომ გავიდა უფრო სოციალური თემებით დავინტერესდი და ისტორიების ძიება სწორედ რომ ხალხში დავიწყე, მივხვდი რომ აქაცაა კულტურა და ხელოვნება.

კიდევ უფრო ცოტა ხანი სოციალური თემებიდან პოლიტიკაზე გადასვლაში დამჭირდა. მთავარი შეცდომა რომელსაც ჟურნალისტიკაში წასვლისას ვაკეთებდი იმაში მდგომარეობდა რომ პოლიტიკას ვიწროდ ვუყურებდი, ანუ საქართველოში პოლიტიკურ კულტურის არ მქონე ადამიანებზე თვალის დევნისას  ამ სფეროზე არასწორ წარმოდგენას ვიქმნიდი.

უხეში შედარება: პოლიტიკაზე საქართველოში არსებული პოლიტიკოსებით რომ იმსჯელო იგივეა ჰოკეიზე ქართველი ჰოკეისტებით გამოიტანო დასკვნა.

სპეციალობად პოლიტიკა უკვე ბრიტანეთში სწავლისას ავირჩიე, იქ სადაც პოლიტიკური კულტურა საუკუნიების განმავლობაში გაკაჟების შედეგად დღეს ერთ-ერთ საინტერესო და რაფინირებულ სფეროდ წარმოგვიდგება, სადაც პოლიტიკა ხელოვნებაცაა და ხალხთან ურთიერთობის საშუალებაც.

სწორია როდესაც ამბობენ რომ პოლიტიკა ყველაფერი და ყველაფერშია. ფართო გაგებით პოლიტიკა ყოველდღიურ მოვლენას და ურთიერთობების ერთობლიობას წარმოადგენს, სამწუხაროდ ჩვენთან ასეთი სხვადასხვა რეალიებში არსებული ლიდერებთან ასოცირდება და არავითარ შემთხვევაში ამ ფიგურების მიღმა მდგარ პროგრამებსა თუ შინაარსობრივ დატვირთვაში.

აბსოლუტურად სწორი იყო რატი ამაღლობელი რამდენიმე დღის წინ მაესტროს ეთერით რომ განაცხადა- საქართველოში არ არსებობს ინსტიტუციებიო რომლებიც შექმნიდნენ, გამოწვრთიდნენ ძლიერ, ღირსეულ პოლიტიკოსებს, პარლამენტი კი რომელიც იდეაში უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოდ უნდა ითვლებოდეს იქცა სანოტარო ბიუროდ.

დედამიწა ლოგიკურობის სავანეა, ამიტომაც პოლიტიკური ორგანოების თუ ტრადიციების უქონლობის გამო ვერც პოლიტიკოსები და ვერც რეალურად პროფესიონალური პოლიტიკა გვექმნება. საქართველოს პოლიტიკური ასპარეზი ეს არის სპონტანური პირების თავშეყრის ადგილი სადაც დიდ როლს გამართლება და პოპულიზმი თამაშობს.

ილუსტრაციისთვის მოდით გავიხსენოთ ვინ გვყავდა პოლიტიკაში დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. დამოუკიდებლობის მიღების თანავე საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებისას მიღებული ნდობის აბსოლუტური მანდატის შედეგად ზვიად გამსახურდია ხდება, ნაციონალისტური რიტორიკით შეიარაღებული ის იდეალურად მიცურავს პოსტ კომუნისტურ, “განმანთავისებლურ” ტალღაზე და ხდება ყველა ქართველის ლიდერი. მცირე ხანში გამსახურდიას პოლიტიკაში გამოუცდელობა იმდენად თვალსაჩინოა რომ ქვეყანა კატასტროფის, არსებობა/არ არსებობის წინაშე დგას.

მოდის შევარდნაძე, ადამიანი რომელიც გვამშვიდებს, “გვირიგებს კანფეტებს” თოვლის ბაბუასავით და იმას მაინც აკეთებს რომ გაეროს საქართველოს აღიარებინებს, გაპარტახებულ ქვეყანას ოდნავ “გააკოსმეტიკებს” მაგრამ ამის იქეთ მთელ ერს “ზასტოიში” ამყოფებს. ერიც ეძებს ახალ, ქარიზმატულ ლიდერს რომელიც შეუძლებელს დაპირდება, განუვითარებლობაში დამნაშავეებს დასჯის და ქვეყანას წინ ევროპისკენ წაიყვანს. ასეთიც ჩნდება, ახალგაზრდა, ენერგიული და რევოლუციონერი (მაშინ ჯერ კიდევ ასეთი იყო) მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ხმამაღალი განცხადებებით სწრაფად იგებს უმრავლესობის გულებს და ხელისუფლებაშიც სისხლის ღვრის გარეშე მოდის.

სამივე პრეზიდენტის ერთი და იმავე ტერმინით მოხსენიებაა შესაძლებელი – “იმედის პრეზიდენტები”. სამივე ხელისუფლებაში საქართველოს მოსახლეობისგან წამოსული არსებული იმედის ხარჯზე მოვიდა, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლის თანავე პოლიტიკის ანბანის უცოდინრობის შესახებ სწრაფად დაკარგა ნდობა.

პოლიტიკის უცოდინრობა  და პოპულიზმი მხოლოდ პრეზიდენტებს როდი ეხება, აქ უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, რელიგიურ სექტორებს “მომუშავე” თარგამაძე, პლანქტონი – თორთლაძე, “ხან რას ვიტყვი, ხან რას” – ოქრუაშვილი, განაწყენებული – ბურჯანაძე და ა.შ და ა.შ. არც პარტიები არსებობს საქართველოში, მათი უმეტესობა 10 წელიწადსაც კი ვერ უძლებს და არჩნევნებიდან არჩევნებამდე არსებობს.

პოლიტიკოსებს და პარტიებშ თავი რომ გავანებოთ პოლიტიკური კულტურა არც ე.წ. ექსპერტებს აზრია მაინცდამაინც გასათვალისწინებელი, რომლებიც უფრო ბირჟაზე დომინოს თამაშისას პოლიტიკურ განათლება მიღებულ ადამიანებს ჰგვანან ვიდრე რეალურ მეცნიერებს.

…არადა, ძალიან საინტერესოა თუნდაც დომინო, რა თქმა უნდა თამაში თუ იცი.

 

Advertisements

ბრაზიანი, მელოდიური და არითმეტიკული როკი!

პირველ რიგში ამას მოუსმინეთ.

ამ ჯგუფის არსებობს შესახებ დაახლოებით ერთი წლის წინ გავიგე, ზემოთ მოყვანილი სიმღერა კი პირველი იყო რომელსაც მოვუსმინე და მაშინვე რამდენიმეჯერ ჩავრთე თავიდან იმდენად ძლიერი და მუხტის მომცემი ენერგია მოდიოდა მისგან, რომ მთელი დღით ჩამაფიქრა. ბრიტანულია ჯგუფია და მათემატიკურ ინსტრუმენტალურ როკში სპეცილიზირდება. ჯგუფის ბიოგრაფიის მოყოლას არ დავიწყებ იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ასეთის მოძიება ინტერნეტში ძალიან მარტივად შეგიძლიათ. სამაგიეროდ იმას გეტყვით რომ ეს ჯგუფი იმას გვახსენებს რომ მუსიკა ხელოვნების ნაწილია და გართობის გარდა ხელოვნებისთვის წესით და რიგით უფრო დამახასიათებელი ჩვენი ჩაფიქრება და პოზიტიური ცვლილებისკენ მიმართვა უნდა იყოს. ეს ჯგუფი კი ხელოვნების ნაწილია, რომელიც საკუთარ მისიას ხუთიანზე ასრულებს.

აქვე გთავაზობთ ჯგუფის სხვა სიმღერის ტექსტის ჩემეულ თარგმანს.

Maybeshewill – Sing The Word Hope In Four-Part Harmony – Sing The Word Hope In Four-Part

ჩვენ ახალგაზრდები, საკუთარ თავებში დარწმუნებულებს არ გვახსოვსძნელბედობა.

ჩვენ ფინანსური ზრდის ეპოქაში ვართ გაზრდილები.

და გვგონია რომ მუდამ ასე გაგრძელდება.

ჩვენ ისეთ პირობებში გავიზარდეთ სადაც,

ტექნოლოგია, გლობალური დათბობა და ტერორიზმი ყოველდღიურ მოვლენას წარმოადგენს,

ბოლო 15 წლის განმავლობაში ჩვენი საზოგადოება კონსიუმერიზმს ეფუძნება,

რაც ჩვენგან საოცნებო მომხმარებლებს ქმნის,

ამის მიუხედავად ჩვენ არ ვიცით რა განსხვავებაა საკრედიტო და დებიტ ბარათს შორის,

გვაქვს დებიტ ბარათი, მაგრამ წარმოდგენა არ გვაქვს რა ღირს ჭიქა რძე,

საშუალოდ ყოველ ჩვენგანს 800 – მდე არალეგალურად ჩამოტვირთული სიმღერა გააჩნია და ყოველი მერვე ჩვენთაგანი 100 ფუნტს ხარჯავს ერთ თვეში მობილურ ტელეფონზე ლაპარაკისას.

ჩვენ არასდროს ვკითხულობთ გაზეთს და არ ვიყენებთ ჩვენს ხმას არჩევნებისას.

ჩვენ ვაძლევთ მთავრობებს უფლებას მიიღონ გადაწყვეტილები ფაქტების გაცემის გარეშე,

ისინი საზღვარგარეთ სასიკვდილოთ მეომრებს აგზავნიან,

იმ მიზნით რომ მოვიპაროთ რესურსები იმ ხალხისგან რომლებსაც ამ რესურსებს კანონიერად ფლობენ,

იმ მიზნით, რომ მოვპაროთ ადამიანებს რომლებმაც არანაირი ან სულ ოდნავ ზიანი მოგვაყენეს მანამ სანამ მათი ქვეყანა არ დავიპყარით.

ჩვენ ვაძლევთ უფლებას ჯარს ჩაიდინონ საშინელებები,

ჩვენ წლები გავატარეთ მშობლების და მთავრობის რწმენაში.

ბანკებმა და კორპორაციებმა რომლებიც წლების განმავლობაში საკუთარი ინტერესების ლობირებას ახდენდნენ საკუთარი მიზნების განსახორციელებლად, ტოვებენ ჩვენს საზოგადოებას კატასტროფასთან პირისპირ.

ჩვენ სექსის და უაზრო ამბების მოყოლით, რომლებიც არანაირ გავლენას არ ახდენენ ჩვენს ცხოვრებაზე, გვაბრმავებენ, რათა არ მივიღოთ შოკის მომგვრელი, რეალური ინფორმაცია.

ამიტომაც, არ გვიჩნდება არანაირი სურივილი გავაკეთოთ რამე მართლაც მნიშვნელოვანი,

ჩვენ მოვესწარით იმას თუ როგორ ნადგურდება მსოფლიო ბირჟები, როგორ ნადგურდება სამუშაო ადგილები და სიცოცხლეები,

რაც იმის მტკიცებულებაა რომ კაპიტალიზმი ისეთივე გაფუჭებული შეიძლება იყოს ადამიანების მიერ როგორც კომუნიზმი.

რთულ დროში ვცოხრობთ, მაგრამ ნუგეშს მეგობრებში და თანამოაზრეებში ვპოულობთ,

ჩვენ პატარ-პატარა ცვლილებები შეგვაქვს ერთმანეთის ცხოვრებაში და იმაზე ვოცნებობთ რომ ოდესმე რეალური პროგრესის მომტანი გავხდებით.

შეისმინეთ, გაიგეთ, მე ასეთი კინო მიყვარს, ანუ რატომ არის ზოგიერთი მაგარი ტიპი

არსებობს ასეთი პოზა: “მე ჰოლივუდურ მდარე ნაწარმს არ ვუყურებ, მე ევროპული კინო მიყვარს.” არსებობს სხვანაირი პოზაც: “არ მესმის ადამიანების რომლებიც არტ ჰაუსს უყურებენ, კარგ ჰოლივუდურ აქშენს რა სჯობია.”


თითქოს ორი საპირისპირო მოსაზრებაა, მაგრამ ამავდროულად არსობრივად  ერთი და იგივე რეგვენობაა. მსგავს ფრაზას ვინმესგან თუ გაიგებთ, იცოდეთ, ასეთ ადამიანს კინო არ უყვარს. ასეთ ადამიანს შეიძლება გარკვეული სტილი მოსწონდეს, ე.წ. “ლაიფსტაილი”, კონკრეტული კულტურა და ა.შ. მაგრამ არავითარ შემთხვევაში კინომატოგრაფია.

ასეთი ტიპის ადამიანების მიერ ნასროლი ფრაზა: “დაწვით ეიზენშტეინის ფირები” ან “სილვესტრ სტალონე, ფუ რა დონეა” მიმართული მხოლოდ იმისკენ რომ მათი ხმა გაგონილ იქნეს, თითქოს ამ ფრაზით იმის თქმა სურთ, გამიგონეთ, მეც აქ ვარ “oye mi canto,” ანუ “მოისმინეთ ჩემი სიმღერა.” თითქოს საკუთარი მნიშვნელობის გამოხატვას რადიკალური და მტკიცე პოზიციით ცდილობენ.

ერთი ჩემი მეგობარი დიდი ხანია იმას ამტკიცებს რომ მე გოდარის და ბერგმანის გარდა არაფერი მომწონს, ეს უბრალო მტკიცებაა არაა, ამ ფრაზით მას ჩემი “ფოი-ფოი, ტრაკში პერო” ხასიათის ხაზგასმა სურს, ძალიან დიდი იმედი მაქვს ასეთი რელობა მხოლოდ მის წარმოსახვაში არსებობს.

გოდარს კარგად არ ვიცნობ, გამოგიტყდებით, მისი მხოლოდ ორი ფილმი მაქვს ნანახი, მაგრამ ჩემი მეგობრისთვის გოდარი უფრო სიმბოლოა ვიდრე რეჟისორი, ამიტომაც მისთვის შოკისმომგვრელი ფრაზის მოყვანა გადავწყვიტე, “ერთადერთი რაც ფილმისთვის გჭირდება პისტოლეტია და გოგონა.” დიახ, ეს ფრაზა ლიუკ ბესონს არ ეკუთვნის (ამ შემთხვევაში “ნიკიტათი” შთაგონებული), ამ ფრაზის ავტორი ჩემი მეგობრისთვის ავადსახსენებელი გოდარია.

კინო ხელოვნებაა, მაგრამ ამავდროულად განსხვავებული ხელოვნება, ის არც პროზაა და არც ფერწერა, პირადად ჩემთვის ის უფრო ახლოს პოეზიასთანაა იმ მარტივი მიზეზის გამო რომ აქ არ შეიძლება მკაცრად განსაზღვრული სტრუქტურის ჩამოყალიბება გინდა შინაარსობრივად, გინდა ვიზუალურად, რეჟისორი თავისუფალია თავის არჩევანში და მხოლოდ ასეთი არჩევანის ქონის შემთხვევაში შეუძლია შექმნას ისეთი რამე რასაც კინო მაგიას ვუწოდებთ.

სანდრო თარხან-მოურავი: “კომპიუტერი აკეთებს იმავეს, რასაც კლუბის კარებში მდგომი თამაზა.”

წარმოგიდენთ ახალ რუბრუკას – “სპეცინტერვიუ,”  ამ რუბრიკაში წარმოდგენილ იქნებიან სხვადასხვა პროფესიის მქონე ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ადამიანები. კითხვების ავტორი (ანუ მე) და რესპოდენტი ინტერვიუმდე თანხმდებიან რამდენიმე თემაზე რომელზეც რესპოდენტს საუბარი შეუძლია. რესპოდენტს შეუძლია ნებისმიერი თემის არჩევა რომელშიც ის თავს სპეციალისტად თვლის, გარდა იმ თემისა რომელიც პირდაპირ კავშირშია მის პროფესიასთან. კითხვები შეიძლება სერიოზული იყოს, ნაკლებად სერიოზული და ზოგჯერ აბსურდულიც კი.

რუბრიკის პირველი სტუმარია სანდრო თარხან – მოურავი, მედიის სპეციალისტი, ვებარქიტექტორი და ვებმენეჯერი, თემებად მან ხელოვნება, პროგრამირება და დიზაინი აირჩია. გთავაზობთ ინტერვიუს. 

ვიცი, რომ თინეიჯერობისას პროგრამირების ოლიმპიადებში მონაწილეობდი და საქართველოს ნაკრებშიც იყავი. მე ”ჩაიდანი” ვარამ სფეროში და კარგად არც მესმის, ეს რას ნიშნავს. როგორ აუხსნიდიყველაზე უვიც ადამიანს, რა არის პროგრამირება?

პროგრამირება არის კომპიუტერისთვის (რობოტისთვის,მობილურისთვის) ბრძანებების წერა, მისთვის გასაგებ ენაზე. ყველაფერი,რასაც კომპიუტერი აკეთებს, პროგრამებით იმართება. მაგალითად, საიტზე შეცდომით შეგყავს ”იუზერნეიმი” და იღებ შეტყობინებას, რომ სახელი არასწორია. ესე იგი საიტის კოდში სადღაც წერია ბრძანებები,რომლებიც ადამიანურ ენაზე ასე ითარგმნება — შეამოწმე, არის თუ არა სახელი ჩვენს სიაში და თუ არ არის, არ შეუშვა. ანუ კომპიუტერი აკეთებსიმავეს, რასაც კლუბის კარებში მდგომი თამაზა. თამაზასთვის ბრძანებებს იგონებს კლუბის მენეჯერი ვატო. ბრძანებებიინახება თამაზას ტვინში და იქიდან მართავს მის სამეტყველო აპარატსა და ზედა კიდურებს:) კომპიუტერის შემთხვევაში ბრძანებებს იგონებს პროგრამისტი რომა. წერს მათ პროგრამის სახით და ინახავს ჰარდდისკზე(ანუ კომპიუტერის ტვინში). პროგრამები, შენი მოქმედებების (მაგ.:თაგვით დაჭერა) გათვალისწინებით, მართავს კომპიუტერის მოქმედებებს (მაგ.: ფანჯრის ჩაკეცვა).
ოლიმპიადებზე ცოტა განსხვავებულ ამოცანებს ვხსნიდით. პროგრამებს რაღაც უნდა ეთვალათ. მაგალითად, შეგყავდა მეზობელი ქალაქებისშემაერთებელი გზების სიგრძეები და პროგრამას უნდა ეპოვა უმოკლესი გზა არამეზობელ ქალაქებს შორის.პირველი შეხედვით, საშინელებაა, მაგრამ პროგრამირებისას ცოტათიღმერთად შეიძლება იგრძნო თავი:) რკინას ”აცოცხლებ” და რაღაცეებს აკეთებინებ.

რატომ არ არის პროგამისტების ანეკდოტები სასაცილო? ერთი მაინც იქნებ მოჰყვე.

ანეკდოტებს არ ვყვები და არც ვიმახსოვრებ ხოლმე. რაღა დაგიმალოდა ეხლა რომ მთხოვო, არა პროგრამისტულ ანეკდოტსაც ვერ მოვყვები.უკეთეს შემთხვევაში, რამდენიმე წუთი დამჭირდება გასახსენებლად:) სასაცილო ალბათ იმიტომ არ არის, რომ პროგრამისტული ანეკდოტების
გაგებას პროგრამირების ცოდნა სჭირდება. ზოგადად, ანეკდოტი სადღეგრძელოსავითაა.  ადამიანები იზეპირებენ,დადიან სუფრიდან სუფრასთან და ყვებიან. ყვებიან ბევრჯერ, სხვადასხვა ადამიანები ერთსა და იმავე ანეკდოტს და ყოველი მოყოლის შემდეგ ყველამ უნდა გაიცინოს. არაფერი მიყვარს, რაც ამდენ ხელოვნურობასიწვევს. ეკრანზე რომ უყურებ, გინდა გაიცინებ, გინდა არა. ხალხში ანეკდოტების მოყოლა ჩემთვის უინტერესო რიტუალია.

– შედიხარ თანამედროვე ხელოვნების გამოფენაზე და ხედავ ფეკალიებს.როგორ უნდა მიხვდე რომელია, უბრალოდ ფეკალია თუ ხელოვნება?

ფეკალიების მზერა არ მიყვარს. მეტიც, მძულს ძაღლის და, ალაგ-ალაგ, ადამიანის განავლით მოსვრილი ქუჩები. მაგრამ თუ ადამიანის, ხისან სკამის გამოსახულება არის ხელოვნება, ფეკალიის გამოსახულებარატომ არ არის? შეიძლება ფეკალია იყოს ნატურალისტური და ამაში იყოს მისი ღირებულება. შეიძლება იყოს არტ-ნუვოს სტილში, ოქროსფერიორნამენტებით გაწყობილი, სტილიზებული ფეკალია. შეიძლება ფეკალიამონა-ლიზას ჰქონდეს მიმაგრებული, მისი ვითომდა მომაჯადოებელიღიმილის ადგილას და ეს იყოს კონცეპტუალური ხელოვნება. ან ფეკალიაიდოს კუპატის გვერდზე და ხაზს უსვამდეს საკვებისა და ექსკრემენტებისნათესაობას:) არის თუ არა ხელოვნება, ამის გასარკვევად ავტორს უნდა მიმართო. თუ თვითონ ვერ აგიხსნის,  რატომ არის მისი ფეკალია ხელოვნება, თუგაუაზრებლად შექმნა, მაშინ ალბათ არ არის.  თუ აგიხსნის, თუნდაციმით, რომ მისი ფეკალია არის თანამედროვე ხელოვნების დაცინვა,სრულუფლებიანი ხელოვნება იქნება. ასეთ კონცეპტუალურ ფეკალიას გადაჭრით შავ კვადრატზე დაბლა ვერ გავამწესებდი:)

– როგორი უნდა იყოს ან არ უნდა იყოს დიზაინი?

ჯერ კიდევ ძველ რომში ამბობდნენ, თუ არ ვცდები, რომ უნდა იყოს პრაქტიკული და ლამაზი. სამყაროში მხოლოდ მინიმალისტურიდიზაინი რომ იყოს, ალბათ მოსაწყენი იქნებოდა. მაგრამ მე თითქმის მჯერა, რომ მინიმალისტური, პრაქტიკული დიზაინი ავტომატურად ლამაზიც გამოდის. ზოგადად, კარგი ტესტი არსებობს — თუ დიზაინში რაღაცის დანიშნულება გაუგებარია, დიზაინი არასწორია. მაგალითად,
გაუგებარია, რისთვის აქვთ თბილისურ მრავალსართულიან სახლებს მრგვალი ამობურცულობები. გასაგებია, რომ ჩვენი უნიჭო არქიტექტორები საკუთარი ნამუშევრების სიმდარის შენიღბვას ცდილობენ, მაგრამ გაუგებარია დანარჩენებმა რა დავაშავეთ. ვინმეს ჰგონია, რომ მრგვალი ელემენტების ხარჯზე ცენტრპოინტის შენობები ნაკლებად უშნო ხდება?ამიტომ თბილისი ოცი წელია იძირება არქიტექტურულ ნაგავში. არც მანამდე იყო კარგ დღეში.

– საქართველოში როგორი დიზაინი იციან?

გაუაზრებელი და, შესაბამისად, ცუდი. უშუალო შეხება მქონია ვებდიზაინთან. ვინც შემხვედრია (სამხატვრო აკადემიის სტუდენტებსშორისაც), თითქმის არავინ იცის დიზაინის თეორია — გეშტალტის პრინციპები, ტიპოგრაფიკის კანონები ან რომელიმე სხვა მიმართულება. ძირითადად მუშაობენ სპონტანურად, ზედაპირული მიბაძვით.ბევრმა ”ტუტუცმა” ამერიკელმა ან ევროპელმა მოყვარულმა მეტი იცის, ვიდრე ჩვენმა ”პროფესიონალებმა”. ყველას ვურჩევ, დროზე და კარგად ისწავლონ უცხო ენები და იკითხონ ინტერნეტში სასწავლო მასალები. ჯობია ინგლისური, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ენაზე ყველაზე მეტი და ყველაზე თანამედროვე მასალაა. ჩვენივე ქვეყანას, ჩვენივე კულტურას წაადგება. საკუთარი ფესვები რომ გაიაზრო და თანამედროვეობაში ფესვებზე დაყრდნობით შექმნა რაღაც ღირებული, ამისთვის გჭირდება მაქსიმალური ცოდნა.
– ხელოვნება ხელობისგან რითი განსხვავდება?

მკვეთრ ზღვარს ვერ ვხედავ. თუ ხელოსანი რაღაცას გააზრებულად ქმნის,თუ მისი შრომა შემოქმედებითია, ისიც ხელოვანია. შეიძლება ვთქვათ,რომ ხელოვნებაა ის, რასაც არ აქვს პრაქტიკული დანიშნულება; ვთქვათ,თუ ქმნი უტილიტარულ საგნებს, ხელოსანი ხარ და არა ხელოვანი. მაგრამ არ მგონია ასეთი დაყოფა სამართლიანი და ცხადი იყოს. დალიმ სუნამოსფლაკონი რომ შექმნა, არ იყო ხელოვნება?
– რატომ არ გაყევი თავიდან ბოლომდე პროგრამირებას?


ალბათ, სადაც არ უნდა მეცხოვრა, მაინც მექნებოდა სხვა ინტერესები,
მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს აქაური გარემო. საზღვარგარეთ წასასვლელად მიზანმიმართულობა არ მეყო, თავის დროზე.საქართველოში ცხოვრება ისედაც იმდენად ”წოვს”, რომ ორმაგად რთულია დილიდან საღამომდე მხოლოდ კოდთან გქონდეს შეხება. პროგრამისტი რომ იყო და მთლად არ გადაირიო, სამსახურის მიღმა მაგარი მოლხენილი ცხოვრება უნდა გქონდეს.ცდილობ თბილისური სიცარიელე შეავსო შედარებით ”ცოცხალი”ინტერესებით. ამ ინტერესებს დამატებით კვებავს დამპალი გარემო, სადაც თითქმის ყველაფერი ცუდ დღეშია და ყველაფერზე გეფიქრება. საკრიტიკო, გასაანალიზებელი და გამოსასწორებელი ყოველ ნაბიჯზეა:)ერთგვარი ჩაკეტილი წრე გამოდის. ჩამყაყებულ თსუ-ში სწავლამ საინტერესო პრაქტიკული გზა ვერ დამანახა, ამიტომ ბაკალავრიატის დამთავრების მომენტისთვის სხვა ინტერესებმა გადაწონა. მაგრამ პროგრამირებისთვის თავი საბოლოოდ არ დამინებებია. მითუმეტეს, არც თუ შორეულ მომავალში პროგრამირებისცოდნა შეიძლება ისეთივე საყოველთაო ინსტრუმენტი გახდეს,როგორც ინგლისური. უკვე უამრავი ბლოგერი და მეცნიერი ერკვევა პროგრამირებაში.

8. რას უსურვებდი შემდეგ რესპოდენტს?
ამ შეკითხვაზე მხოლოდ შაბლონური ან უტაქტო პასუხის გაცემაშეიძლება:) ვუსურვებდი უფრო პოპულარულ თემებზე მოუწიოს ლაპარაკი და საინტერესო გამოუვიდეს.